უნაი ემერი „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელია, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ხელშეკრულება სამწლიანია და 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამ თანამდებობაზე ემერიმ ხავიერ კალიეხა შეცვალა, რომელიც სამი დღის წინ გაათავისუფლეს.
ემერის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „არსენალი“ გახლდათ, საიდანაც ის შარშან, წლინახევრიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს.
კარიერაში ესპანელი სპეციალისტი „არსენალის“ გარდა „სევილიას“, „ვალენსიას“, მოსკოვის „სპარტაკსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ წვრთნიდა. აქედან, „სევილიასთან ერთად“, სამჯერ გაიმარჯვა ევროპა ლიგის გათამაშებაში.