„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია.ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს.
ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი 80 მილიონი ევროც სარეკორდო იყო. თუ ლემპარდმა აბრამოვიჩი დაიყოლია და ობლაკი დაიბევა, კეპა იჯარით ალბათ „ვალენსიაში“ გადავა.
Aa
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
