ვიღაც დეზების ბუდეს გადაუფრენს

Home სიახლეები ვიღაც დეზების ბუდეს გადაუფრენს
ვიღაც დეზების ბუდეს გადაუფრენს
Jose Mourinho to have transfer funds under Daniel Levy at ...ლონდონის „ტოტენჰემის“ ფანებს დიდი ხანია გული აქვთ აცრუებული დანიელ ლევიზე. კლუბის მფლობელი ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუწურაქის და უნიჭო საფეხბურთო მენეჯერის რეპუტაციით სარგებლობს.
ქომაგები დღემდე ვერ პატიობენ მას გუნდიდან მაურისიო პოჩეტინოს გაშვებას. ჟოზე მოურინიოს ხელში „დეზები“ მე-9 ადგილზე ტივტივებენ, მისი ტაქტიკური სიახლეების წყალობით კი გუნდის უპირველესი ვარსკვლავი ჰარი კეინი ჩრდილშია მოქცეული.
ფანების მითმინების ფიალა აივსო და მათ თვითმფრინავი იქურავეს, რომელიც 12 ივლისს „ტოტენჰემი“ – „არსენალის“ მატჩისას სტადიონს გადაუფრენს. თვითმფრინავზე უზარმაზარი ბანერი იქნება ჩაბმული – „ლევი, წადი აქედან!“.
სხვათა შორის, „ტოტენჰემის“ ფანები ჟოზე მოურინიუს გაშვებასაც ითხოვენ.