Simeone también confía en Griezmann para la Liga - MARCA.com„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ (2:2) მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ჟურნალისტმა მისი ყოფილი ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხა, მაგრამ სიმეონემ კი… გზა გააგრძელა…

„უკომენტაროდ“, – ესღა თქვა დიეგო სიმეონემ, არადა იქამდე ენაწყლიანი იყო..

შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-19 წლებში თამაშობდა და „ბარსელონაში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. „ალეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გრიზმანმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და 5-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.