ლა ლიგაში “ჟირონასთან” და ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” დამარცხების შემდეგ, “რეალმა” მოიგო. მადრიდელებმა შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 3:0 აჯობეს “ლას პალმასს”. გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის თავდამსხმელებმა, კრიშტიანო რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ კვლავ ვერ შეაგდეს. თუმცა, რონალდუს საყვედური ნაკლებად ეკუთვნის — ჯერ ერთი მას ჩემპიონთა ლიგაში გააქვს გოლები და მეორეც, “ლას პალმასის” კარში მესამე გოლი ისკომ მისი დახვეწილი პასით გაიტანა. აი, რაც შეეხება ბენზემას, ფრანგმა მესამე წუთზე ისეთი პოზიციიდან ვერ გაიტანა, რომლიდანაც ადრე ულაპარაკოდ შეაგდებდა.
საინტერესოა, დატოვებს თუ არა ბენზემას მორიგ წარუმატებლობას მწარე კომენტარის გარეშე ყოფილი ინგლისელი ფორვარდი, ტელეჟურნალისტი გარი ლინეკერი, რომელსაც ბოლო დროს “რეალის” თავდამსხმელი ამოჩემებული ჰყავს.
ქარიმ ბენზემამ “ლას პალმასთან” ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა