ჩილელი მარსელო რიოსი ერთ დროს საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში იყო. გაგიკვირდებათ და, სპორტსმენმა თავად აღიარა, თუ როგორ ითამაშა ერთხელ შეთანხმებული მატჩი. თანაც ვისთან – თვით პიტ სამპრასთან.
თუმცა, ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, ამიტომაც შესაძლოა, ეპატიოს, მაგრამ ჩოგბურთის ამერიკელი ლეგენდა მატჩისას კი ნამეტანი გაბრაზებულა.
„ერთხელ პიტ სამპრასი ჩილეში საჩვენებელ მატჩზე მივიწვიე. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, წინასწარ მოვილაპარაკეთ. საბოლოოდ, მესამე სეტში 7:6 მოვიგე. თუმცა, პიტი კი მაინც ნერვიულობდა და გაჰყვიროდა – იცი მაინც მე ვინ ვარ?“ – თქვა რიოსმა.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიოსი მცირე ხნით პირველი ჩოგანი იყო, „დიდი მუზარადის“ ტურნირები არასდროს მოუგია და მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს გავიდა ავტრალიის ღია პირველობის ფინალში. სამპრასი კი 14-გზის გამარჯვებულია და მსოფლიოს პირველი ჩოგანი 286 კვირის განმავლობაში იყო. ეს რეკორდული მაჩვენებელი მანამდე გახლდათ, ვიდრე მისი ჰეგემონია როჯერ ფედერერმა 2012 წელს არ დაამხო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
