Benevento Calcio - Wikipediaიტალიის ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ იქაური მედია უკვე შესაძლო შეთქმულების თეორიაზე წერს. ამ თეორიის „ავტორი“ სერია B-ს ლიდერი „ბენევენტო“ გახლავთ.

ცოტა შორიდან დავიწყოთ: იტალიაში შეჩერებული ჩემპიონატი განახლების პროცესშია. აპენინებზე, სხვა დიდ ევროპულ ქვეყნებზე მკაცრი რეგულაციებია – ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, კარანტინში მთელი გუნდი უნდა წავიდეს და არამხოლოდ ინფიცირებული. თუ ასე მოხდა, ჩემპიონატი, ფაქტობრივად, ჩაიშლება.

გადავიდეთ მეორე საკითხზე: პარასკევს კლუბებმა წილი ყარეს და შეთანხმდნენ, რომ თუ ჩემპიონატი ჩაიშლება, შედეგები საერთოდ გაუქმდება.

სწორედ ეს აღელვებს „ბენევენტოს“ უფროსობას და აცხადებენ, რომ სერია A-ს ორი გუნდი კლუბში არსებულ კორონავირუსს მალავს, ჩემპიონატის განახლების შემდეგ კი ამ ინფორმაციას გაამხელს და ტურნირს ჩაშალის.

იტალიური მედია ფიქრობს, რომ „ბენევენტოს“ ეჭვი საფუძვლიანია. საქმე ის არის, რომ სერია A-ს აუტსაიდერებს, რომელთაც დაქვეითება ემუქრებათ, ტურნირის განახლება არ სურდათ. მათ უნდოდათ, რომ წლევანდელი სეზონი გაუქმებულიყო და ამ გზით ადგილი სერია A-ში ადგილი შეენარჩუნებინათ.

„ბენევენტოსიც“ გასაგებია – გუნდი სერია B-ს 20 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და შემდეგ სეზონში სერია A-ში თამაში, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. თუმცა, თუ ჩემპიონატი ჩაიშალა, ამ კლუბის მომავალი გაურკვეველი იქნება. ქალაქის მერმა უკვე მოითხოვა გამოძიების დაწყება.

სერია A-ს ცხრილის გასავარდნ ზონაში ამჟამად ლეჩე (25 ქულა), სპალი (18) და ბრეშა (16) არიან.

BENEVENTO CALCIO - 10 footballentertainment

წილი
წინა სტატიაიტალიაში, ოღონდ იუვეში აღარ…
შემდეგი სტატიაუნიჭო კურტუა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...