გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“ საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს.„სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა.
„ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალის“ სარეზერვო გუნდი თამაშობდა, რეალ კასტილია, რომელსაც კლუბის ლეგენდა რაული წვრთნის.
„რეალმა“ ასევე გამოაცხადა, რომ „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ.
თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი ან ორი საშინაო მატჩი ევროტურნირებზეც უწევს, თუმც ესეც სათუოა, რადგან უეფა ერთერთ ვარიანტად ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ყველა შეხვედრის გერმანიაში გადატანას განიხილავს.
რაც შეეხება ხელფასებს, მიმდინარე სეზონში უცვლელი დარჩება, მერე კი პირველი და მეორე გუნდის ფეხბურთელების, აგრეთვე კლუბის უკლებლივ ყველა ხელმძღვანელის ჯამაგირი 30 პროცენტით შემცირდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
