ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეერკინა.

ამ ორთაბრძოლამდე ქართველის ბალანსი 3 მოგებასა და 6 მარცხს შეადგენდა, იაპონელმა კი 8-დან მხოლოდ ორში იმარჯვა.ურთიერთშეხვედრებშიჩვენიანის უპირატსობა თვალსაჩინო იყო – 14:8.  დღევანდელ დაპირისპირებაც ლევან გორგაძის სასარგებლოდ დასრულდა.

შოჰოძანი თავდაპირველ შეტაკებას თითქოს მოერიდა, ოდნავ გვერდზე გაიწია, თუმცა ტოჩინოშინმა ამ ბაშოზე მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და შესაჯახებლად მთელი ძალით არ წავიდა, თავის შემაგრება მოახერხა.

საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე დაჯაბნა და დოჰიოდან ძალისმიერი მიძალებით გადაიყვანა.

ლევან გორგაძის ბალანსი ამჟამად 4 მოგება და 6 მარცხია. 18 მარტს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდება, რომელმაც ამ ტურნირზე 6 ორთაბრძოლა მოიგო და 3-ში დამარცხდა. ურთიერთშეხვედრებში ქართველი მასთან დაუმარცხებელია – 4:0