„იუვენტუსს” „ჩელსისგან” 31 წლის ვილიანის წაყვანა სურს. ბრაზილიელს ჯერ კიდევ არ დაუდია დასავლეთლონდონელებთან ერთწლიანი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სეზონი ასე დამთავრდება, ის თავისუფალი აგენტი გახდება.
რატომ არ აწერს გარემარბი „ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს ხელს? იმიტომ, რომ ორწლიანი უნდა. „ჩელსიც” ფიქრობს, მაგრამ ამასობაში „იუვე” სიტუაციას აკვირდება.
არსებობს დაბრკოლებაც. ვილიანს მაურიციო სარისთან მუშაობა არ მოსწონს. იტალიელი ხომ „სტემფორდ ბრიჯზე” მისი მწვრთნელი იყო და იცის.
მეორე მხრივ, სარი „ბებერმა ქალბატონმა” სეზონის ბოლოს შეიძლება გაუშვას. აგერ, წუხელაც, იტალიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „იუვემ” „მილანთან” 1:1 ითამაშა და რაც შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია უინტერესო ფეხბურთი აჩვენა. ახლა ტურინელებს ბოლო ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული.
„ჩელსი” კი ვილიანის გაშვებას პრინციპში შეიძლება შეეგუოს, რადგან ფრენკ ლემპარდმა გასულ კვირას „აიაქსიდან” 26 წლის ჰოლანდიელ-მაროკოელი ჰაკიმ ზიეშის გადაბირების ოფიციალური გარანტია მიიღო და მომავალ სეზონში ფრთაზე მეტი არჩევანი ექნება.
ზიეშს მაროკოს ნაკრებში 32 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
