ტოჩინოშინმა გუშინ იოცუ-ძუმოთი (მავაშიში ჭიდილი) ასანოიამა დაამარცხა, დღეს კი 34 წლის ვეტერან ოკინოუმისთან დამარცხდა. ამ ბაშოზე ქართველი ჩემპიონისგან გამორიცხული არაფერია… ეს ერთის მხრივ კარგიც არის, რადგან მისი მეტოქე ხვალ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც იმპერატორის თასის მოსაპოვებლად იბრძვის (ბალანსი 9:2 და 1 გამარჯვებით ჩამორჩება შოდაისა და ტოკუშორიუს).
ასეთი რანგისა და მოტივაციის მქონე მოწინააღმდეგესთან გამარჯვება ორმაგად დასაფასებელი იქნება. ალბათ, გახსოვთ კავკასიის უნივერსიტეტში ლევანი გულშემატკივრებს რომ შეხვდა, მაშინ ტაკაკეიშოზეც ილაპარაკა და ის ბაყაყს შეადარა, რომელიც სულ დახტის და მისი მოხელთება ძნელია. მთავარი ეს არის, ლევან, როგორმე მისი მავაში (ქამარი) აიღე…
ტოჩინოშინს ბალანსი დღეს 5:6-ზე აქვს…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
