ლევან გორგაძე ჰაცუ ბაშოზე არსტაბილურად ასპარეზობს – ერთ დღეს გამარჯვებით გვახარებს, მეორე დღეს კი… ამჯერად, ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრების მაჩვენებელი 0:2-ზე ჰქონდა.
ამჯერადაც, პერსპექტიული იაპონელი რიკიში (სპორტსმენი) უკეთესი იყო და ტენდენცია მის სასარგებლოდ გაგრძელდა. ჩვენებურმა კარგად დაიწყო, თუმცა მეტოქემ შესანიშნავად დაიქნია, უკნიდან ხელი მიარტყა და ცუკიოტოშის კიმარიტეთი (ილეთით) ტოჩინოშინი დოჰიოდან გადააგდო.
ლევანის მეტოქე ხვალ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი, შოდაი იქნება, რომელსაც ჰაცუ ბაშოზე ჯერ მარცხი არ ჰქონია.
იოკოძუნა ჰაკუჰოს შემდეგ, ბაშოს იოკოძუნა კაკურიუც ჩაეხსნა. მიზეზი მარტივია, „წეროდრაკონი“ ოთხი შერკინებიდან 3-ჯერ დამარცხდა, სტატუსის გამო დაქვეითება არ ემუქრება.
შოდაის გარდა, იანვრის დიდ ტურნირზე სამი ფავორიტი იკვეთება: ენდო (4:1); ჰოკუტოფუჯი (4:1) და ტაკაკეიშო (4:1);
კადობან-ოძეკი გოიდომ მეოთხე შეხვედრა წააგო და თუ მაკე-კოშის (უარყოფით ბალანსი) დააფიქსირებს, შემდეგ ბაშოზე წოდებას დაკარგავს…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
სიახლეები27/05/2026 | 22:32ამჯერად უკვე 21…
