ესპანური კლუბები თავიანთ სუპერთასს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაითამაშებენ. დღეს, საქართველოს დროით 23 საათზე „რეალი” „ვალენსიას” შეხვდება, ხოლო ხვალ, იმავე დროს, „ბარსელონა” და „ატლეტიკო” დაეტოლებიან ერთმანეთს. ტროფის ბედი 12 იანვარს ფინალში გადაწყდება.
ეს თითქოსდა პირწმინდად საფეხბურთო ინფორმაცია პოლიტიკით არის დამძიმებული. მოგეხსენებათ, 2 იანვრის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა, საუდის არაბეთი კი სახიფათო რეგიონშია. ამიტომ, ესპანური კლუბები დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს.
დღეს, გენერალ ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის შურის საძიებლად ირანმა ერაყში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტები ესროლა. მართალია, საუდის არაბეთი ირანს არ ესაზღვრება, მაგრამ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან ქიშპშია. ქიშპის მიზეზი რელიგიურიც არის და პოლიტიკურიც: ორივე მუსლიმთა ქვეყანაა, ოღონდ, ირანი შიიტურია, ხოლო საუდი სუნიტური. გარდა ამისა, თავის როლს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზებიც თამაშობს.
ესპანეთის სუპერთასის ყველა შეხვედრა მეფე აბდულას საქალაქო სტადიონზე გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
