პეგასმა ორი მოიგო

Home სიახლეები პეგასმა ორი მოიგო
პეგასმა ორი მოიგო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურის მატჩები. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „პეგასი” და „სამტრედია”, რომელთაც 6 ქულა ჰქონდათ და როგორც თანაბარქულიანებს თითქოს ბრძოლაც თანაბარი უნდა გაემართათ, მაგრამ „პეგასმა” იოლად გაიმარჯვა — 38:27.

„გორისა” და წყალტუბოს „პრომეთეს” შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა 14:14. მეორე ტაიმიც ფრიად დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ გორელებმა იძალეს — 30:29.

მეორე დღეს, „პეგასმა” მოუგო „პრომეთეს” — 28:23, ხოლო „გორმა” 39:36 დაამარცხა „სამტრედია”. პირველი წრე 17-18 დეკემბერს ქუთაისში დასრულდება.

გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა
ქუთაისი 5 5 0 0 223:161 10
პეგასი 7 5 0 2 225:203 10
BSB ბათუმი 5 4 0 1 188:131 8
იმედი-სტუ 5 3 0 2 131:116 6
სამტრედია 7 3 0 4 218:246 6
გორი 7 3 0 4 219:264 6
სპორტუნი 5 1 0 4 108:137 2
წყალტუბო 7 0 0 7 163:232 0