ხვალ, 5 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება საქართველოს ხელბურთელ კაცთა 30-ე ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 8 გუნდი მონაწილეობს.
თბილისში გაიმართება აღმოსავლეთის ტური, რასაც 11 ნოემბრიდან ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდების თამაშები მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს უცვლელი ჩემპიონია ბათუმის BSB („შავი ზღვის ბიჭები”).
5 ნოემბერი, თბილისი
16:00 პეგასი – გორი
18:00 იმედი-სტუ – სპორტუნი
6 ნოემბერი, თბილისი
16:00 სპორტუნი – პეგასი
18:00 გორი – იმედი-სტუ
7 ნოემბერი, თბილისი
15:30 გორი – სპორტუნი
17:30 პეგასი – იმედი-სტუ
11 ნოემბერი, ქუთაისი
14:00 BSB ბათუმი – წყალტუბო
15:30 ქუთაისი – სამტრედია
12 ნოემბერი, ქუთაისი
14:00 სამტრედია – BSB ბათუმი
15:30 ქუთაისი – წყალტუბო
13 ნოემბერი, ქუთაისი
14:00 წყალტუბო – სამტრედია
15:30 BSB ბათუმი – ქუთაისი
ჩემპიონატი გაგრძელდება 26 ნოემბერს.