
უეინ რუნის მეუღლე კოლინმა ჯეიმი ვარდის თანამეცხედრე რებეკა ჯაშუშობაში ამხილა. როგორც აღმოჩნდა, ვარდის გულის ვარდმა, რუნების საცვალი მზის სინათლეზე გამოჰფინა, ანუ, ჭორიკანა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს მიჰყიდა და ამით ხელიც გვარიანად მოითბო.
„ის ჩემიანად მიმაჩნდა, ვმეგობრობდით და ბოროტად ისარგებლა ჩემი ნდობით. მას წვდომა ჰქონდა ჩემს იმ პროფილთან, სადაც მხოლოდ ძალიან შინაურები მყავდა დამატებული,” – განაცხადა რუნის მეუღლემ…
საქმე კი ასე იყო: კვირიდან კვირამდე Sun-ში კოლინზე და მის ოჯახზე სხვადასხვა ცნობები ვრცელდებოდა. კოლინიც ჩაჰყვა საახლობლო სიას და დაკვირვების და ერთგვარი ანალიზის შედეგად ეჭვი რებეკაზე მიიტანა. ეჭვს, ცხადია, დამტკიცება სჭირდებოდა და კოლინმაც ხერხს მიმართა – რებეკას გარდა ყველას გაუუქმა საკუთარ პროფილზე წვდომა და ყალბი ისტორიები განათავსა პირად გვერდზე.
ამ ამბებმა კი მალე Sun-ის ფურცლებზე გადაინაცვლა…
ამას ასე არ დავტოვებო, უთქვამს გამწარებულ კოლინ რუნისას და ინგლისელთა ვარაუდით საქმე სასამართლომდე მივა.

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
