არა რა, ქართველები და იტალიელები მართლა ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მით უმეტეს სამხრეთიტალიელები…
იქაც, როგორც ჩვენთან, რაც ბიუჯეტისაა – არავისია და რაც არავისია, არავის ადარდებს. სკანდალი „ნაპოლის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ისტერიკას მოჰყვა, როცა მან „სან პაოლოს“ სტადიონის გასახდელების მდგომარეობას საშინელი უწოდა.
მწვრთნელს მერიიდან უპასუხეს, რემონტზე 20 მილიონი ევრო დავხარჯეთ და მოთხოვნილი პირადი კაბინეტიც მოგიწყვეთო.
ანჩელოტის მხარი აუბა „ნაპოლის“ კოლორიტულმა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა: „სან პაოლო“ წლიდან წლამდე სულ უფრო ემსგავსება ტუალეტს და ეს არავის აღელებს“.
მან უეფას სთხოვა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ბარიში ვუმასპინძლებთ, ჩვენი ქომაგებისთვის ავტობუსებს კი პირადად ვიყიდიო.
უეფამ იუარა, ნეაპოლის მერიამ კი კლიპი გაავრცელა, სადაც სტადიონი იდეალურად გამოიყურება.
მაშ საიდან ანჩელოტის ისტერიკა და დე ლაურენტისის პრეტენზიები?
თურმე, კლუბს და მერიას შორის სტადიონის იჯარის შესახებ 5-წლიან ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა და ახალია დასადები.
აქამდე კლუბი წლიურად 2,5 მილიონ ევროს იხდიდა, სკანდალის შემდეგ კი წლიურ 835 ათასს დათანხმდა.
ღირდა ანჩელოტის ისტერიკად? აშკარდ!