
უცნაური რამ მოხდა ცნობილი ტელეჟურნალისტის, პირს მორგანის შოუში. სტუმრად მას კრიშტიანუ რონალდუ ეწვია. საუბარს მოჰყვა და, პორტუგალიელის მამაც გაიხსენეს, რომელიც 2005 წელს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეთერში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისწინა კადრებიც უჩვენეს, სადაც მამამისი, დინიში, ჟურნალსტებს ინტერვიუს აძლევს და ძალიან ამაყობს საკუთარი შვილით.
მშობელზე საუბრისას, კრიშტიანუმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა: „მამაჩემი ლოთი იყო და რიგიანად არც ვიცნობდი, რადგან მასთან დალაპარაკება შეუძლებელი გახლდათ. ახლა კი ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს კარიერას ვერ მოესწრო. ვერ ნახა, ვინ ვარ, ვინ გავხდი.“
დინიში ტრაგიკული პიროვნება ყოფილა. ჯარისკაცი, რომელიც მოზამბიკში და ანგოლაში ომობდა და ჯანმრთელობაც იქ გაიუარესა. მერე ალკოჰოლს „დაუმეგობრდა“ და 52 წლისა გარდაიცვალა.
სხვათა შორის, რონალდუ პორტუგალიაში საკმაოდ იშვიათი სახელია. მშობლებმა ეს სახელი მას ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც ძალიან უყვარდა მამამისს – ჟოზე დინიშ ავეირუს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
