როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგების შემდეგ, მკერდმშვენიერი სიმონა ჰალეპის ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობის დრო დადგა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ვეღარ დამალა, რომ 13 წლით უფროს თანამემამულე ბიზნესმენ ტონი იურიჩს ხვდებოდა.
ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალის შემდეგ, სიმონას სხვა გზა აღარ დარჩა.
„ახლა უფრო მშვიდი და გახსნილი ვარ. მყავს მეგობარი, ვისთანაც თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამაზე ღიად საუბარი არ მსურს, ეს ხომ დელიკატური საკითხია. როცა საქმე ჩოგბურთს ეხება, სამშობლოს ვეკუთვნი და რუმინეთის სახელის დაცვაზე ვფიქრობ, მაგრამ პირად ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვნად ვთვლი, ვიდრე სპორტს. მყავს შეყვარებული და ჩოგბურთზე ჩემს ოჯახს ვერ გავცვლი,“- თქვა სიმონა ჰალეპმა.
შეგახსენებთ, წლეულს უიმბლდონის მოგების შემდეგ რუმინელმა მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილამდე აინაცვლა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
