უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ.
გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე.
იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მატჩის გმირი ლადო დვალიშვილი გახდა, ვინც ჯერ ზღვისპირელთა ახალწვეულ ჯაბა ჯიღაურს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გამოიჩინა თავი. მესამე გოლი თამაშის მიწურულს თორნიკე გაფრინდაშვილმა შეაგდო.
„ტორპედო“ კი ნელ-ნელა იძირება, ვინ არის პატრონი?
კვირას ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. „ტორპედომ“ წყალტუბოში „რუსთავთან“ წააგო და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან გაუჭირდება სამეულში მოხვედრა. გუნდი, რომელიც ერთი თვის წინათ ლამის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. რუსთაველებისთვის კი ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ქვემოქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ყოველი ქულა მათთვის ჰაერივით საჭიროა. ახლა ისინი „სიონს“ და „დილას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.
ივანწმინდაში კი უფრო უხვგოლიანი ბურთაობა გაიმართა. საჩხერელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლნისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. თანაც ჯაბა უგულავამ მეორე გამათანაბრებელი 94-ე წუთზე გაიტანა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო“ – „საბურთლო“ გასაგები, ევრომიზეზების გამო გადაიდო.
დილა 0:1 ლოკომოტივი
0:1 ჯიქია (90)
ვიტ ჯორჯია 0:3 ბათუმი
0:1 ჯიღაური (10), 0:2 დვალიშვილი (27), 0:3 გაფრინდაშვილი (88)
ტორპედო 0:1 რუსთავი
0:1 სილაგაძე (61)
ჩიხურა 2:2 სიონი
1:0 კორიფაძე (29, პენ), 1:1 კახაბრიშვილი (48), 2:1 დეკანოიძე (53), 2:2 უგულავა (90+4)
გაძევება: ჯაფიაშვილი (90+5, ორი ყვითელი)
სატურნირო მდგომარეობა
[table id=33 /]
16 აგვისტო: ლოკომოტივი – ვიტ ჯორჯია
17 აგვისტო: რუსთავი – სიონი, ბათუმი – ჩიხურა
18 აგვისტო: საბურთალო – დილა
20 აგვისტო: ტორპედო – დინამო
მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი, უნგრეთი) – 13, ლევან კუტალია, ლევან შენგელია (ორივე – დინამო) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე (ორივე – საბურთალო) – 10
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
