… თქვენ რომელ კვადრატში გსურთ?!

Home აქეთურ-იქითური … თქვენ რომელ კვადრატში გსურთ?!
… თქვენ რომელ კვადრატში გსურთ?!
ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი თანამედროვე ჩოგბურთთში, ალბათ, ყველაზე არაორდინალური პიროვნებაა და აგერ, მორიგი შოუ-შედევრიც გამოაცხო. ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში მისი მეტოქე სლოვაკი ნორბერტო გომბოსა იყო.
ნიკს საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი ჰქონდა, როცა პირველ რიგში მჯდომმა ქომაგმა ქალბატონმა უკარნახა, სად გაეგზავნა ბურთი. 
„თქვენ სად გსურთ“? – ჰკითხა კირგიოსმა.
10 წამის შემდეგ კირგიოსმა ქომაგი ქალბატონისგან მითითებულ კვადრატში 26-ე ეისი გაგზავნა და შეხვედრა 6:3, 6:3 დაასრულა.
ნამატჩევს კირგიოსმა იმ ქსლბატონთან მიირბინა, ჩაეხუტა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიცალა მეტოქის რევერანსებისთვის  და დანარჩენი ქომაგებისთვის მადლობის სათქმელად.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...