ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი თანამედროვე ჩოგბურთთში, ალბათ, ყველაზე არაორდინალური პიროვნებაა და აგერ, მორიგი შოუ-შედევრიც გამოაცხო. ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში მისი მეტოქე სლოვაკი ნორბერტო გომბოსა იყო. ნიკს საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი ჰქონდა, როცა პირველ რიგში მჯდომმა ქომაგმა ქალბატონმა უკარნახა, სად გაეგზავნა ბურთი. „თქვენ სად გსურთ“? – ჰკითხა კირგიოსმა. 10 წამის შემდეგ კირგიოსმა ქომაგი ქალბატონისგან მითითებულ კვადრატში 26-ე ეისი გაგზავნა და...
