დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკო გვილიას ტრანსფერით ვისიამოვნეთ. საშუალო დონის ჩემპიონატში ტიტულის მაძიებელ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეემატა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ჩაირიცხა.
გვილია, რომელიც კლუბმა დიდი იმედით დაიმატა, ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველივე მატჩებიდან ჩაეწერა.
ჯერ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი იყო – ვაკომ 3 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მერე კი ექსტრაკლასა დაიწყო და…
პირველ შეხვედრაში გვილიამ პარტნიორს გაატანინა, მეორე ტურში კი გუნდს სტუმრად მოაგებინა.
პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ვატო არველაძის კორონას დაუპირისპირდა, მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე, გვილიამ ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა და სწორედ ამ გოლით ლეგიამ ჩემპიონატში პორველი ქულები აიღო.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
