ვიდრე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშს განაახლებდეს, საქართველოს ნაკრები სტამბოლში, ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება. მატჩი ბასაქშეჰირის სტადიონზე შედგება. კორეა გამოცდილ მეტოქა, რომელსაც მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, 2004 წელს კი მეოთხე ადგილამდეც მივიდა. სამხრეთ კორეა აზიის თასის ორგზის ჩემპიონია, მათ ტურნირის საწყისი გათამაშებები მოიგეს (1956, 1960). რუსულ მონდიალზე კორეას ჯგუფური ეტაპის ბარიერი არ დაუძლევია,...
ჭდე: კვირკველია
გვილია – გოლი
დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკო გვილიას ტრანსფერით ვისიამოვნეთ. საშუალო დონის ჩემპიონატში ტიტულის მაძიებელ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეემატა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ჩაირიცხა. გვილია, რომელიც კლუბმა დიდი იმედით დაიმატა, ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველივე მატჩებიდან ჩაეწერა. ჯერ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი იყო – ვაკომ 3 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მერე კი...
გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა
გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,...
კვირკველიას ოთხი სეივი
მოსკოვის „ლოკომოტივმა” რუსეთის ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, მაგრამ მეორე ადგილისთვის იბრძვის, რაც ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვედრას ნიშნავს. სალიგო ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ცსკა-სთან რკინიგზელებმა 1:1 ითამაშეს. გამორჩეული იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც საკუთარი კარიდან ოთხჯერ გამოიტანა ბურთი. აქედან ორი „სეივი“ ქართველმა მცველმა 30-წამიან მონაკვეთში გაახერხა, როცა ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავით გაანეიტრალა არმიელების შეტევა.



