დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკო გვილიას ტრანსფერით ვისიამოვნეთ. საშუალო დონის ჩემპიონატში ტიტულის მაძიებელ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეემატა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ჩაირიცხა. გვილია, რომელიც კლუბმა დიდი იმედით დაიმატა, ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველივე მატჩებიდან ჩაეწერა. ჯერ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი იყო – ვაკომ 3 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მერე კი...
