დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკო გვილიას ტრანსფერით ვისიამოვნეთ. საშუალო დონის ჩემპიონატში ტიტულის მაძიებელ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეემატა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ჩაირიცხა. გვილია, რომელიც კლუბმა დიდი იმედით დაიმატა, ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველივე მატჩებიდან ჩაეწერა. ჯერ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი იყო – ვაკომ 3 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მერე კი…
გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes