გრეგ პოპოვიჩი და ტიმ დანკანი

NBA-ის კლუბმა “სან ანტონიო სფურზმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის ლეგენდა და კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი ტიმ დანკანი გრეგ პოპოვიჩის თანაშემწე იქნება სამწვრთნელო შტაბში.

ტიმმა პირველი ნაბიჯი გადადგა მომავალში დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერისკენ და პოპოვიჩზე უკეთეს დამრიგებელს სად იპოვიდა?! შეგახსენებთ, რომ დანკანმა კარიერის 19-ვე წელი “სან-ანტონიოში” გაატარა და ხუთჯერ გახდა ბრილიანტის საჩემპიონო ბეჭდის მფლობელი. ამას გარდა ფლეგმატური გენიოსი ორჯერ რეგულარული ჩემპიონატის, სამჯერ კი ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დაასახელეს. მის აქტივში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალიცაა.

ტიმ დანკანმა კარიერა 2016 წელს დაასრულა და სამწლიანი პაუზის შემდეგ კალათბურთს ახალ ამპლუაში დაუბრუნდა.

წილი
წინა სტატიაბასილამ ჩემპიონურად დაიწყო
შემდეგი სტატიამანჩესტერ იუნაიტედი ფინანსებშიც მეექვსეა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...