დარენ როველი ბიზნესზე მწერალი ჟურნალისტია და სწორედ ამდენად შეაფასა კინსი ვოლანსკის საქციელი, რომელიც ჩემპიოთა ლიგის ფინალური მატჩისას მოედანზე ფაქტობრივად შიშველი შევარდა.

საქმე იმაშია, რომ „ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 300 მილიონმა ადამიანმა ნახა. კინსის სოცქსელის გვერდს ერთ დღეში 2 მილიონი ხელმომწერი შეემატა. შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა მის გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება.

ამ ისტორიაში ჩართული აღმოჩნდა გაამერიკელებული რუსი ინტერნეტბლოგერი ვიტალი ზდოროვეცკი. ეს კაცი ცნობილი იმით გახდა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩისას მოედანზე შიშველი შევარდა.

ახლა სწორედ ვიტალიმ ლიგის ფინალის წინა დღით ვიდეომიმართვა გაავრცელა კინსი ვოლანსკისთან ერთად და სიურპრიზის პირობა დადო…

რას ერჩი – არაუშავს სიურპრიზი გამოვიდა..