მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გუნდის და კოსტა-რიკის ნაკრების 32 წლის გოლკიპერ კეილორ ნავასს შეატყობინა, რომ მომავალი სეზონიდან მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 12 ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონობა და სამგზის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას ძირითადში ადგილი მიმდინარე სეზონში ჩამოართვეს. 9-ჯერ სასტარტოში გამოსულმა კარი მშრალად 4 შეხვედრაში შეინახა.

ნავასის გაშვებუს შემდეგ გუნდის ძირითადი კიპერი ტიბო კურტუა ხდება, რომელიც გასულ ტურში სამი გოლით დააჯილდოვეს.

აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ გახდება „რეალის“ მეორე მეკარე – ძე ზინედინისა ლუკა ზიდანი.

მამის ნებიერა 13 მაისს 21 წლისა შეიქნა და ნავასის გუნდიდან გაშვებაზე უკეთესი რით მიელოცა?