ჩილე თბილისში ჩამოდის?

Home კატეგორიის გარეშე ჩილე თბილისში ჩამოდის?
ჩილე თბილისში ჩამოდის?

საქმე თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ „თითქმის“ არ ითვლებაო.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, ყველა მოსამზადებელი სამუშაო გაწეულია და მხოლოდ სამხრეთამერიკელთა დასტურსღა ველითო. სავარაუდო თარიღიც ცნობილია – 5 სექტემბერი.

გაისად, მარტში საქართველო ევროპირველობის საგზურისთვის ბელარუსს უნდა დაეჭიდოს. ამ მატჩისთვის მზადების ფარგლებში კი ჩვენი გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას ხორვატიის ნაკრებთან ნოემბერში გამართავს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".