ეკატერინე და მონსტრი

Home კატეგორიის გარეშე ეკატერინე და მონსტრი

9 იანვარს ავსტრალიაში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპით გაიხსნება, 10-ში კი კორტზე პირველი ქართველი — 27 წლის ეკატერინე გორგოძე გავა. აქამდე ეკას სლემზე მხოლოდ აშშ-ის ღია ჩემპიონატში უთამაშია შარშან და კვალიფიკაციის ერთი ეტაპი დაძლია.

ეკას ავსტრალიაში ნაკლებად გაუმართლა. მისი მეტოქე ლუსია ჰრადეჩკა, მართალია წყვილებში, მაგრამ ნამდვილი მონსტრია. ორჯერ საფრანგეთის და ერთხელაც აშშ-ის სლემტიტულის მფლობელს, ამას გარდა სხვა მომცრო 22 ტიტულიც მოუგია და კარიერაში 5 მილიონ დოლარზე მეტიც უშოვია. კარიერის პიკზე ლუსია წყვილთა თანრიგის მე-4 ნომერი იყო, ახლა კი მეთოთხმეტეა. ერთეულებში ლუსია გაცილებით დაბლაა — მესამე ასეულის ზღვარზე.

რაც შეეხება გორგოძეს, კარიერის საუკეთესო შედეგი შარშან ოქტომბერში ჰქონდა — 157-ე ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში წყვილთა შორის ოქსანა კალაშნიკოვაც იასპარეზებს – 13 იანვრიდან კი კორტზე ჩვენი მთავარი იმედი – ნიკა ბასილაშვილი გავა. მისი პირველი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".