„ბაიერნმა” ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. ამჯერად ბავარიელები ბუნდესლიგაში ახალაღზევებულ დიუსელდორფის „ფორტუნასთან” შინ ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ ფრეზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. თავიდან 2:0 იყო, შემდეგ 3:1, საბოლოოდ კი მატჩი 3:3 დასრულდა. დიუსელდორფელთაგან სამივე გოლი 21 წლის ბელგიელმა დოდი ლუკებაკიო ნგანდოლიმ გაიტანა.
შაბათის ფრის შემდეგ ბუნდესლიგის ცხრილში „ბაიერნი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს” 7 ქულით ჩამორჩება.
მატჩის შემდეგ „რეკორდმაისტერის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა: „ჩვენს კარში გატანილმა პირველმა გოლმა მუნჯი კინოს დროინდელი ტრიუკები გამახსენა. დღეს ჩვენთვის მართლა რაღაც საშინელი დღე იყო. გუნდის შეკრება და პრინციპული ლაპარაკი გვჭირდება”.
სამშაბათს, 27 ნოემბერს, „ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” მასპინძლობს. როდესაც ჰიონესს ჰკითხეს იგეგმება თუ არა მწვრთნელის შეცვლა, მან უპასუხა: „სამშაბათს გუნდს ნამდვილად ნიკო კოვაჩი უხელმძღვანელებს”.
რას ნიშნავს ეს პასუხი? იქნება კი ნიკო კოვაჩი „ბაიერნის” მწვრთნელი შაბათს, 1 დეკემბერს, როდესაც „რეკორდმაისტერს” ბრემენში „ვერდერის” წინააღმდეგ უწევს თამაში?
და ზედიზედ მესამე წარუმატებლობამ როგორც ჩანს თავად ფეხბურთელებიც დააბნია. ნახევარმცველმა ლეონ გორეცკამ დიუსელდორფის გუნდთან ფრის შემდეგ თქვა:
„რაღაც სიურეალისტური ხდება ჩვენს თავს. მგონია, რომ ცუდი ფილმის პერსონაჟი ვარ”
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
