თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”.
ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით.
25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა.
„ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია უკვე ერგო. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 27 გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მანჩესტერელთა კლუბის მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „რომელუ და მისი აგენტები საკმაოდ ცბიერები აღმოჩნდნენ. მათ კლუბს კონტრაქტში რამდენიმე მომგებიანი პუნქტი შეატანინეს. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” კარგად იცის, რომ თუ მისი ფეხბურთელი დიდ ასპარეზზე წარმატებას მიაღწევს, ეს მისი რეკლამაც იქნება”.
ლუკაკუს ჯგუფურ ეტაპზე ტუნისთან და ინგლისთან ელის შეხვედრა.
გასულ კვირას რომელუ ლუკაკუმ „პუმასთან” გააფორმა ხელშეკრულება. ამიერიდან ის ამ ფირმის ბუცებს ჩაიცვამს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
