საფრანგეთში სტარტი რაგბის ჩემპიონატის მთავარმა ლიგა ტოპ 14-მა აიღო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის კლუბებში 50-მდე ქართველი ირიცხება და ცხადია, ჩვენი ყურადღების ცენტრშიც ისინი იქნებიან. პარალელურად, უფრო მრავალქართველიან პრო დ2-ში უწარმატებულესი პირველი ტურის შემდეგ მეორე ტურიც შედგა. ტოპ 14 სეზონის სტარტი ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ბორჯღალოსან ბურჯ გიორგი ახალაძეს გამოუვიდა. მისმა „კლერმონმა“ შინ „ტულუზს“ უმასპინძლა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან...

ტოპ 14 და უპრეცედენტო ქართველობა
შაბათს, 6 სექტემბერს, სტარტს აიღებს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შიდა სარაგბო ჩემპიონატი. ტოპ 14-ს ამ სტატუსს ის ფაქტი ანიჭებს, რომ ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასს ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ფრანგული კლუბები იგებენ, თანაც ამ ტურნირის მონაწილე კლუბების ღირსებას არა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრები იცავენ, არამედ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მოქმედი წევრების გამოკლებით, მსოფლიო უკაშკაშესი ვარსკვლავებიც. ამ ფონზე მეტად საამაყოა,...

მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
როდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება… ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე „გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა. ისევ მოყვარულებმა გაიხსენეს და ვიდეო დადეს, 2014 წელს, სფფ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ რომ ამბობდა, წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა ფეხბურთის...

მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
გული დაგვწყდება, მაგრამ სრულებით არ გაგვიკვირდება, ახალგაზრდა გულშემატკიკვარს არაფერი რომ სმენოდეს ლანჩხუთის „გურიაზე“. არადა, მართლა რა უნდა სმენოდეს, როდესაც თავად ლანჩხუთელებსაც ამ გუნდის არსებობას, წინა საუკუნეში, სამ თვეში აშენებული სტადიონი (უფრო სწორად, რაც მისგან შემორჩა) და ამ პატარა რაიონული ცენტრის გოგონათა ამავე სახელის მქონე გუნდიღა ახსენებთ. არა, „გურია“ ახლაც არსებობს, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში თამაშობს და მკრეხელობაში თუ არ...

ქართველთა 7-ლელოიანი სტარტი
ეს იყო წარმოუდგენელი ტური. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონ პრო დ2-ში პირველი ტურის 8 მატჩიდან 5-ში ქართველებმა ლელოს გატანა მოახერხეს. ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა და 7-მა მათგანმა სეზონის სტარტი ლელოთი აღნიშნა, ეს კი უპრეცედენტო შემთხვევაა. გასული სეზონის მიწურულს პრო დ2-ში ადგილის მხოლოდ პლეი-ოფის მოგების წყალობით შენარჩუნების შემდეგ „ორიაკმა“ ახალი სეზონი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო. საფრანგეთის ყველაზე „ქართულმა“ სარაგბო...

წყნარი ტური
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა. „იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ლექსანდრე ანდრონიკაშვილის პენალტით მოუგეს...

გული
ვინ იცის, იმ ენით აუწერელ ხმაურში, ადამიანური შესაძლებლობების ზღვარამდე მისული დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ გარეგნულად, თითქოს ვარჯიშზე მორიგ საწვრთნელ დარტყმას ასრულებდა, ისე მივიდა ბურთთან. ერთხანს უყურა, მერე დაიძრა, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა და… ბურთი კი არ გაფრინდა, ბურთი გაგორდა… მეკარემ გამოიცნო დარტყმის მიმართულება… ერთი შექანება, გულიც კი შემიქანდა, მაგრამ იუველირის სინატიფითა და აფთიაქარის სიზუსტით შეასრულა ბიჭინიკამ ყველაფერი…...

წითელი ტური
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ხუთი მატჩიდან ოთხში ფეხბურთელი გააძევეს, ერთში კი ორი. კერძოდ, „თელავი“ – „დინამოს“ მატჩში მსაჯმა ჯერ ჯაბა კანკავა დაითხოვა მინდვრიდან, შემდეგ კი განელი ბარნს ოსეი. ამის მიუხედავად თელაველებმა მაინც ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ქულების აღება. ცალკე გამოსაყოფია კანკავას ამბავი – 39 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო წითელი ბარათი… ამჯერად ის მე-20 წუთზე ტატო ჟივიძეს...

ექვსქულიანების ტური
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ორი „ექვსქულანი“ მატჩი გაიმართა. „დილამ“ უშუალო კონკურენტს, ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:6 დამარცხდა. მესამე წრის დასაწყისში „იბერია“ „დილას“ 6 ქულით უსწრებდა, მაგრამ გორელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გამართული მატჩიც ამად იყო საინტერესო, შეძლებდა თუ არა „დილა“ გალიდერებას. მაგრამ ყველაფერი საპირისპროდ მოხდა – გია გეგუჩაძის შეგირდებმა ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს გორელებს. მიმდინარე სეზონში...

ნაპოლი – უკანალში ეკალი
– „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, – თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, რადგან ის ფაქტობრივად იმეორებს მანტრას, რომ მისი გუნდი სერია A-ს დიდი სამეულისთვის „უკანალში ეკალია’’ და მეტი არაფერი. „ეკალიც’’ კონტესეული...

ოდენ ქულა
… მეორე წრის დასრულების შემდეგ „იბერია“, რომელსაც წინა სეზონიდან მოყოლებული 30 მატჩი არ წაეგო, ექვსი ქულით უსწრებდა უშუალო მდევარ „დილას“, მაგრამ ევროთასებზე ცუდმა გამოსვლამ ეტყობა უარყოფითად იმოქმედა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მესამე წრე დაიწყო და მოქმედმა ჩემპიონმა ჯერ ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავთან“ წააგო, ამჯერად კი „ტორპედოს“ უგოლოდ დაშორდა. ამასობაში „დილამ“ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო, ამჯერად „გაგრასთან“ და ახლა ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით...

ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
აი, ხომ მეტისმეტად უცნაურია განცხადება, რაც „სპაერმა“ გაავრცელა, მაგრამ გვერწმუნეთ, არაფერია უფრო ადეკვატური ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი ყოფის მოსაყოლად. აბა, წარმოიდგინეთ, ბევრი წლის მერე, შთამომავლობა რომ გკითხავთ, თქვენ დროს როგორი იყო ჩვენი ფეხბურთიო, უკეთესს რას წააკითხებთ? აქამდე ერთხელ გვახსენდება მსგავსი რამ, როცა „საბურთალომ“ (სანამ „იბერიას“ დაირქმევდა) გულშემატკივრებს უთხრა, თამაშზე არ მოხვიდეთო… არ გჯერათ ან ვერ იხსენებთ? ინებეთ. მაშინ მიზეზი არანაკლებ...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ლივერპულში ჩარჩენილები
„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს...

ლუკა ჩემპიონი
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში იუკო გაუშვა,...

ბითაძე ფლეი ოფში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში...

ერთი დღის ორი ოქრო
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო… თუმცა, ლიპარტელიანი...

საქართველო ესპანელს ჩაბარდა
საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება. გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა EHF-ის ჩემპიონთა...

თბილისში, ბაჰრეინთან…
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და „პარკ დე პრენსზე’’...

მოქმედი ვიცე გახდა…
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…...

მბაპე 70
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა. პირველ მატჩშიც ბავარიელებმა იმარჯვეს – ...

ხვიჩა მოიგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები. ენრიკემ...

