ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია,...

ცოტა რამ ჭადრაკზეც…

ცოტა რამ ჭადრაკზეც…

ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის...

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს

ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა...

ახდება შავი სიზმარი?

ახდება შავი სიზმარი?

მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი,...

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე

ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ...

ჩემი კარში შევყარე

ჩემი კარში შევყარე

ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები  არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები კაცი. სიცხე აგიწევს. სეირიც სწორედ...

ოპტიმისტური რეპლიკა

ოპტიმისტური რეპლიკა

მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

ლუის ენრიკე: კარგია, როდესაც აპრილში კიდევ შეჯიბრებაში ხარ

ლუის ენრიკე: კარგია, როდესაც აპრილში კიდევ შეჯიბრებაში ხარ

„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ტულუზთან’’ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა: …ძალიან კარგი ახალი ამბები მაქვს: დაშავებული არავინ არის. ბოლო ვარჯიშზე თითოეული მოთამაშის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას დავაკვირდებით და იმის მიხედვით გადავწყვეტთ ვინ ითამაშებს „ტულუზის’’ წინააღმდეგ და ვინ არა. გააჩნია ნაკრებში ვინ რამდენი წუთი დაჰყო მოედანზე, ვინ როგორ იმგზავრა, ვინ როგორ განწყობაზე...

მბაპე: ჩემს წიგნში ფურცლები აღარ იყო

მბაპე: ჩემს წიგნში ფურცლები აღარ იყო

კილიან მბაპემ მონაწილეობა მიიღო პოდკასტში სახელწოდებით „ხიდი’’, რომლის პროდიუსერი გახლავთ აურელიენ ჩუამენი. ეს გადაცემა იუთუბზე ოთხშაბათს გავიდა. საუბარში „რეალის’’ ფრანგი ვარსკვლავის გარდა მონაწილეობა მიიღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ და შოუმენმა მალიკ ბენტალამ. მბაპე პსჟ-ში „მონაკოდან’’ 2017 წელს გადავიდა და ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო ჩემპიონთა ლიგის გარდა. პსჟ-მ ეს დიდი პრიზი მისი წასვლის შემდეგ სეზონში მოიპოვა. „პარიზიდან უფრო ადრე...

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ

მსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს. კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია. ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით დავხურავთ. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საერთო...

შორეული იმედები

შორეული იმედები

4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ. ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება. მოკლედ, 4 ივლისს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იქაური...

პელე და სხვები

პელე და სხვები

დიდმა ბრაზილიელმა პელემ, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა, რომლის გამეორება დღემდე ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო – მან მექსიკაში 6 საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდის ჩემპიონობაში ლომის წილი დაიდო მის შემდეგ ბევრი წყალმა ჩაიარა და ბევრი ჩემპიონატი ვნახეთ, მაგრამ ეს შედეგი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. მხოლოდ ოთხია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც  ხუთი  შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია. აი, საუკეთესო მეპასეებიც: 6 –...

ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა

ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრასთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „აბსოლუტურად დაუშვებელია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინაზე გადატანა. შესაძლოა, სწორედ იტალიელმა პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“ „ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთსა და იტალიაში უნდა ჩატარდეს, სტადიონების მდგომარეობის გამო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ. ევრო-2032 დაგეგმილია...

ალისონმა ჯერ ვერაო

ალისონმა ჯერ ვერაო

4 აპრილს „ლივერპული’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის’’ სტუმრობს. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი. როგორც ლივერპულური საიტი This is Anfield წერს, გულშემატკივარს დიდი იმედი იმისა, რომ „ქალაქელებთან’’ შეხვედრაში კარს ალისონი დაიცავს არ უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ვიხილავთ. პორტალი წერს მოჰამედ სალაჰზეც, რომელმაც ტრავმის გამო „ბრაიტონთან’’ შეხვედრა...

პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი

პარიზის ახალი მერი და პარკ დე პრენსი

პარიზს ახალი მერი ჰყავს – სოციალისტი ემანუელ გრეგუარი. მან მუნიციპალურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებიდან ერთ კვირაში გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს რამდენიმე ისეთი საკითხის მოგვარებას, რომელსაც ქალაქის წინა თავი თვეობით უტრიალებდა. ერთ-ერთი ასეთ საკითხთაგანია „პარკ დე პრენსის’’ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ მიყიდვა ან არ-მიყიდვა. კლუბს სარბიელის შეძენა კარგა ხანია სურს, მაგრამ გრეგუარის წინამორბედი ან იდალგო ნაგებობას და ტერიტორიას, რომელზეც ეს ნაგებობა დგას, ვერ ელეოდა....

ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება

ბარსელონელი მადრიდელი მადრიდში დაბრუნდება

ამთავითვე ცნობილია, რომ „რეალს’’ ცხელი ზაფხული ელის. მადრიდული კლუბი მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებს. მკაფიოდ არის განსაზღვრული პრიორიტეტები: ნახევარდაცვა და დაცვის ცენტრი. მოსალოდნელია, რომ ვალდებებასის ბაზას დაუბრუნდებიან „ლიონში’’ იჯარით გაშვებული ენდრიკი და არგენტინელი ნიკო პასი, რომელიც „კომოში’’ ბრწყინავს, ოღონდ მათ გარდა ახალ სახეებსაც ვიხილავთ. იყიდის თუ არა „რეალი’’ პორტუგალიელ ვიტინიას ან მისი კალიბრის ვარსკვლავს, არავინ იცის, ის კი ცნობილია, რომ კლუბი თავისი...

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა

შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა

გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე საპლეიოფო ზონას უკვე...

მამუმ გოგას მოუგო

მამუმ გოგას მოუგო

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ერთია,...

13 მაისს აღარ…

13 მაისს აღარ…

ძნელი სათქმელია აქვს თუ არა ერთ დღეს ასეთი მნიშვნელობა, მაგრამ საფრანგეთში საყურადღებო ამბად იქცა ის, რომ ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა სიას 13 მაისის ნაცვლად 14 მაისს გამოაქვეყნებს. მიზეზი: „ლანსისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-იშ შეხვედრა კალენდრის თანახმად 11 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რაკი ის ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სა „ლივერპულის’’ ორ...