ზამთრის ოლიმპიადა რამდენიმე დღის დაწყებულია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ რაც უნდა მოხდეს, როგორი სასწაულებიც უნდა აკეთონ სპორტსმენებმა, პიონგჩანგის თამაშები უპირველესად ორი კორეის სპორტული გაერთიანებით დაამახსოვრდება მსოფლიოს. 1945 წლამდე კორეა იაპონიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი „განთავისუფლებული,“ ორად გაიყო. ზუსტად 70 წლის წინათ, 1948 წელს ჩრდილოეთი საბჭოთა კავშირის „მფარველობის“ ქვეშ მოექცა, სამხრეთი – ამერიკის შეერთებული შტატების. მას შემდეგ...

ალბერტო ტომბა გახსოვთ?
მიყვარს ზამთრის ოლიმპიადა. საოცარი ხიბლი აქვს. ზიხარ ტელევიზორთან კომფორტულად, მიირთმევ ყავას და მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი საუკეთესო გოგო-ბიჭების შესრულებულ ილეთებს უყურებ: ან საიდან ხტებიან, ან როგორ ბზრიალებენ, ან რა სისწრაფით მოქრიან… მაგრამ, თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ პიონგჩანგში შეჯიბრებებს ცოტა ხალხი ესწრება? ალბათ იმიტომ, რომ ცივა; ალბათ იმიტომ, რომ კორეელებს ზამთრის სპორტი ევროპელებივით არ უყვართ; ალბათ იმიტომ, რომ ტელერეპორტაჟებს საგანგებოდ ურჩევენ დროს,...

იხვის ჭუკი ლივორნოდან
ჯორჯო კიელინი იტალიური საფეხბურთო ტრადიციის ნაღდი წარმომადგენელია. უკომპრომისო მცველი ქუჩის ბიჭის მენტალიტეტით. მას ოთხჯერ ჰქონდა გატეხილი ცხვირი. გატანილ გოლს კინგ კონგის მსგავსად მკერდზე მუშტების ბრაგუნით აღნიშნავს, ხოლო როცა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა მხარზე უკბინა, გაიძახოდა: არანაირი პრობლემა, არანაირი პრობლემაო. თავად ცხვირის ოთხჯერ გატეხვის ამბავზე ხალისობს და ამბობს: როცა გატანის ან თავდამსხმელის შეჩერების შანსი მეძლევა, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებო....

ასეთი დამამახსოვრდა
ორშაბათი, 19 იანვარი, სტამბოლის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან ბრუნდება. აქ, ყოფილ კონსტანტინეპოლში თვითმფრინავს ვიცვლით – თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს ორ საათში მიგვიწვევენ ჩასასხდომად, მანამდე კი დროს ვკლავთ. ნოდარ ახალკაცს სიარული უჭირს, ხელჯოხს ეყრდნობა, ფეხზე დიდხანს ვერ ძლებს. იგი ბარგთან სკამზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გავიარ-გამოვიარეთ. ერთი ხნის შემდეგ სკამთან ვბრუნდები. მეც ჩამოვჯექი. მარტონი ვართ, ჩუმად ვსხედვართ. ახალკაცს მოსაუბრე ადამიანად არ ვიცნობ,...

ბასბის ბავშვებიდან სარბიელის რედაქციამდე…
დღეს 60 წელიწადი შესრულდა საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან – „მანჩესტერის“ ავიაკატასტროფიდან. იმ საბედისწერო დღეს, 1958 წლის 6 თებერვალს, თვითმფრინავის ჩამოვარდნამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეწყვიტა, მათ შორის მეტ ბასბის დიდებული გუნდის რვა წევრის. ამ საშინელებამ ფეხბურთის მოყვარულებს საშუალება მოუსპო „ბასბის ბავშვების“ ჩინებული გუნდის შესაძლო ევროტრიუმფისა. მაშინ ბასბიმ მართლაც მაგარი ახალგაზრდული გუნდი შექმნა, რომელსაც უწოდეს კიდეც – „ბასბის ბავშვები.“ აქ...

კეინმა შირერს ასით შეუტია
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს, არსებობდა ეგრეთ წოდებული, გრიგორი ფედოტოვის ასიანთა კლუბი, რომელშიც 100 და მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელები ხვდებოდნენ. ქართველთაგან კლუბში შვიდი მოთამაშე მოხვდა: რამაზ შენგელია 161 გოლი, ბასა ღოღობერიძე – 143. ზაურ კალოევი – 139, ბორის პაიჭაძე – 136, დავით ყიფიანი – 115, სლავა მეტრეველი და გივი ნოდია 113 – 113. ყველაზე მეტი კი კიეველმა ოლეგ ბლოხინმა გაიტანა –...

… ვისთვისაც დინამო დინამოა
თურქულ სიდეში მოსამზადებლად მყოფმა თბილისის „დინამომ“ ამჯერად პოლტავის „ვორსკლასთან“ წააგო, თანაც, წააგო დიდი ანგარიშით – 1:4. უკვე რაღაცნაირად ყურს მიეჩვია ეს წაგებები, მაგრამ ამ რამდენიმე სტრიქონს მათთვის დავწერთ, ვისთვისაც „დინამოს“ სახელი სულერთი არაა, ვისაც გული შესტკივა და ვისთვისაც ძვირფასია ეს დიდი გუნდი… „ვორსკლასთნ“ პირველი ტაიმი ფრედ (1:1) მორჩა, მერე კი დინამოელები უსახელო უკრაინელებთან პირწმინდად დაიჩაგრნენ. სხვათა შორის, კახა კაჭარავამ შემადგენლობა...

ორჯერ არ მოკვდე, ბაბუ
ისე უნდა იცხოვრო ბაბუ, ორჯერ არ მოკვდე სიცოცხლეშიო-გვასწავლიდა ბაბუა შვილიშვილებს. მე არ ვიცი რა დაუბარა და რას ასწავლიდა დიდი ბაბუა ჟირუ პატარა ოლივიეს მაგრამ,ამ დღეებში მისი უკვე ზრდასრული შვილიშვილი უნიკალურ სიტუაციაში მოხვდა – ერთ ტურში ჟირუ ორჯერ დამარცხდა. ორ დღეზე განაწილებული ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტური „სუონსი“-„არსენალის“ მატჩით გაიხსნა.იმ დროისთვის ჟირუ ლონდონურ გუნდში ირიცხებიდა და მეტიც – მეორე ტაიმში იობის ნაცვლად...

ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე
ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა. დღეს მის ცხედარს საბურთალოს მიწას მიაბარებენ და თითქოს ამით დასრულდება ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთი დიდი ამბავი. წარსული დიდება თბილისის „დინამოსი“ ნელ-ნელა, დროის კანონის შესაბამისად იქცევა ისტორიად, შორეულ მოგონებად. მოგონებადვე იქცევა წარმატებათა, ჩვენი ფეხბურთისთვის განუმეორებელი ნუსხაც, რომლის ბოლოსაც ერთი ხელმოწერაა – ნოდარ ახალკაცი. მაგრამ მოგონება ხომ არდავიწყებას ნიშნავს და არა რაღაც სხვას. როცა კაცი გარდაიცვლება, ჩვეულებრივ, ასე იწყებენ...

რატომ წუწუნებს კობიაშვილი?!
რთული საქმეა სპორტული ჟურნალისტობა. პირველ ადგილზე ოპერატიულობა როცა დგას, ხშირ შემთხვევაში ემოციები გძალავს. არადა, ემოციურობის გარეშე ამ სფეროში არაფერი გესაქმება. ევროპის საფეხბურთო ერთა ლიგის წილისყრას მინდა დავუბრუნდე. ვინც გვერგო, გვერგო: ლატვია, ყაზახეთი და ანდორა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო სუსტი ჯგუფიც გამოგვსვლოდა, მაგრამ ამით რა? ვის ავუხვევდით თვალებს? თუ ლატვიის და ყაზახეთის გვეშინია, ჯგუფში სულაც სამი ანდორა რომ შეგვხვედროდა, მერე...

გატუზო: აკოცე ჯიჯის ფრანგულად
ნოემბერში, როცა ჯენარო გატუზომ „მილანი“ ჩაიბარა და პირველივე შეხვედრაში უმწეო „ბენევენტოსთან“ ფრედ ითამაშა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ მისი კარიერა ამ პოსტზე ორიოდ მატჩის შემდეგ დასრულდებოდა. უკვე იანვარი მიიწურა, „მილანმა“ კი ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში იმარჯვა. მათ შორის ბოლო მსხვერპლი კი კერკეტი „ლაციო“ იყო. ყველა თანხმდება, რომ ჯენაროს სამწვრთნელო ხელობაში კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ასევე ერთხმად აღიარებენ, რომ მის დარად...

ესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით
13-14 იანვარს „ზამთრის თასი“ მინი-ფეხბურთში მეორედ გაიმართა და ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებიც მეორედ ესტუმრა თბილისს. ორი დღე ესპანელებთან ერთად გავატარე – რისთვისაც მადლობა ფეხბურთის ფედრაციას – და ცოდვა იქნებოდა, არ მესარგებლა შანსით და რამდენიმე საინტერესო ამბავი არ დამეცინცლა მათთვის, ვისაც არ დაეზარა ძველი ამბების გახსენება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დელეგაციის შეფი და ვეტერანთა ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო ხინერ ხილი, „ვალენსიას“ ყოფილი მცველი...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’! ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს ბლანსკოსმა’’ მოიგო (4:0; 2:1; 2:1),...

შიშველი კაცის ფაქტორი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა. საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ დაწერა (და ნაწერს ფოტოებიც დაურთო),...

მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ უთამაშია, რამაც სავარაუდოდ მათ ფორმაზე...

1 ევროპული და 5 ფრანგული
ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და საქართველოს ნაკრების შემდეგ ევროპის მთავარი...
![Kvara-2 თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Kvara-2.jpg)
თორნიკე კვარაცხელიასაც მაგარი გოლები გააქვს [VIDEO]
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში უეფა-ს განვითარების თასზე პირველ მატჩში მასპინძელ ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. ანგარიში თორნიკე კვარაცხელიამ გახსნა, რომელსაც თავის ძმის, ხვიჩას მსგავსად, მაგარი გოლების გატანა ეხერხება.

ტრავმას ჩაბის აბრალებენ
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ფეხბურთელთა ტრავმების დიდი რაოდენობა გამოწვეულია ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს მიერ ჩატარებული ცუდი მოსამზადებელი პერიოდით.. ამ სეზონში „რეალის“ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, მათ შორის კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა, ტიბო კურტუამ და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, შედეგად კი ახალგაზრდული გუნდის ისეთმა ისეთმა წევრებმა, როგორებიც არიან დავიდ ხიმენეს კორედორი და ტიაგო პიტარჩი, გუნდის ძირითადში დაიწყეს თამაში. ლა...

ფლეი ოფი საბრძოლოა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ნიუ ორლეანს“ 112:108 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. გოგამ მოედანზე 16.15 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. ჩვენებურმა ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს. სანდრო მამუკელაშვილის...

ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე თურქეთის,...

უსუსური გუნდის მეკარე
„ლივერპულის’’ სათასო ოცნება მანჩესტერში დასამარდა ― „სიტისთან’’ 0:4 წააგო. ოთხიდან სამი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. პირველი პენალტი იყო. კიდევ ერთი გოლი ანტუან სემენიომ შეაგდო. სტუმართაგან მო სალაჰმა თავისი წილი თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. ეს გახლდათ მეოთხედფინალი. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასისთვის ბრძოლას „მანჩესტერ სიტი’’ განაგრძობს. ამ მწარე მარცხის შემდეგ არნე სლოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაზე უნდა გადაერთოს. „მერსისაიდელებმა’’ აგრეთვე...

წაუგებელი მხოლოდ ბათუმია
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 3 აპრილს ჩატარდა. ლიდერი „სპაერი“ ბათუმში დიდი ანგარიშით დამარცხდა ადგილობივ „დინამოსთან.“ ზღვისპირელთაგან დუბლი მიითვალა დიმიტრი მანდრიჩენკომ. ორი გოლი ბათუმელმა სამი წუთის ინტერვალში შეაგდო. ორივეჯერ მას თორნიკე კირკიტაძემ უპასა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის პირველი გამარჯვება გახლდათ წლევანდელ სეზონში. თანაც ისინი ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩებიან ლიგაში. მანამადე მათ სამივე შეხვედრა...

დემბელე: ლილთან უფრო ლამაზი გოლი გავიტანე
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელმა ოსმან დემბელემ ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზთან’’ ჩინებულად ითამაშა, ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მისი პირველი გოლი იყო. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რომელთაც აქ გთავაზობთ. – გვითხარით თქვენი პირველი გოლის შესახებ, როგორ შეასრულეთ მარცხენა ფეხით ეს შესანიშნავი დარტყმა შორიდან? – ვფიქრობ, ათჯერ რომ ვცადო ასეთს მხოლოდ ერთხელ გავიტან. საბედნიეროდ, დღეს გამიმართლა. დავინახე,...

დემბელეს მერე
ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზი’’ 3:1 დაამარცხა, ქართველ გულშემატკივარს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოეწონა, ფრანგული მედია ორი გოლის ავტორმა ოსმან დემბელემ აღაფრთოვანა. სოლიდური სანახაობისა და ეფექტური დემბელეს წყალობით „პარი სენ ჟერმენმა’’ „ტულუზს’’ 3:1 მოუგო და შემდეგ კვირას ცხრილის სათავეში გაატარებსო, დაწერა maxifoot-მა. ანგარიში მართლაც საოცარი დარტყმით დემბელემ 23-ე წუთზე გახსნა. 27-ეზე დანიელმა რასმუს ნიკოლაისენმა მატვეი საფონოვის...

