კრიშტიანუ რონალდუმ მეხუთე “ოქროს ბურთი” მიიღო. ის ვარსკვლავია, მდიდარი, წარმატებული, აი, მის უფროს ძმას უგოს კი ბედმა გაცილებით რთული ცხოვრება არგუნა. უგო კრისზე ათი წლით უფროსია. ოდესღაც, უბანში, ბურთს რომ მიიღებდა ისიც ხაზავდა, მაგრამ… 1990-იანი წლების ბოლოს ცოდვას მიეჩვია — სმას და ნარკოტიკებს. უგოს სახლში ცუდი მაგალითი ჰქონდა — მამა, ჟოზე დინიშ ავეირო ლოთი იყო. დინიში 52 წლისა მოკვდა, კრიშტიანუს...

ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო 16 წლის ასაკში, მურთაზ კაპანაძესთან...

ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა. წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. ვარაუდობენ, რომ...

ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაა, ზოგმა კი შვიდი რამ არ იცის
ხვალ, პარიზში, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი “ოქროს ბურთების” რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. “სანის” თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის ზოგიერთი რამ, რაც არ ვიცით და მოდი, ამჯერად ყურადღება ამაზე გადავიტანოთ. ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფურბოლი” წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას 1956 წლიდან...

პელე გაზაფხულიდან
ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა დაღამებამდე ეზოში ბურთის გორება და...

რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?
კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ. ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია, სადაც არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია მოხვდნენ. არგენტინელები ცხადია, ჯგუფის ფავორიტები იქნებიან, თუმცა ყველას აინტერესებს ბოლოდროინდელი სასწაულმოქმედი, დებიუტანტი ისლანდიელების გამოსვლა....

კაცი, რომელმაც აიღო ყაზანი
საბა კვირკველია დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს, სამტრედიაში სიმაღლე 196 სმ ცენტრალური მცველი ახალგაზრდული კარიერა 2009-10 – „ზენიტი“ სანქტ პეტერბურგი 2010-11 – „რუბინი“ ყაზანი პროფესიონალური კარიერა 2011-2017 „რუბინი“ ყაზანი (87 მატჩი, 3 გოლი) 2017 – „ლოკომოტოვი“ მოსკოვი (19, 2) ნაკრები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (6 მატჩი) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (14 მატჩი) ეროვნული გუნდი (26 მატჩი) საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (2014, ფეხბურთის ფედერაციის...

ყვირილა vs რიონი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. საჩხერეს „ჩიხურა“ – ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს“ დაიპირისპირდება. ზედიზედ მესამედ, თასის ფინალი თბილისგარეთ ჩატარდება. გადამწყვეტ შეხვედრას შარშან ზესტაფონმა უმასპინძლა, შარშანწინ – ქუთაისმა, წელს კი ეს პატივი გორს ერგო. „ტორპედო“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს რამდენიმე დღის წინ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ დაეუფლა და რა გასაკვირია, რომ გუნდი თასის ფინალს საზეიმო...

პატარა ლიგა დიდების თვალით
26.11.17 – ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ფანმა ეს ციფრები და თან, როინ კვასხვაძის ისტორიული ნახტომიც მოიხატა მკერდზე. ეს ერთმა ქომაგმა გააკეთა, მაგრამ ნათლად გამოხატა მთელი ქუთაისის მაჯისცემა – რაც ამ მატჩს წინ უძღოდა, რაც იმ ორი საათის განმავლობაში იყო და რაც მას შემდეგ ხდება… სასიხარულოა, რადგან თურმე ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა საქართველოს ჩემპიონატი. დონე დაეცა და ჩვენ კლუბებს ყველა იბრიყვებს, მაგრამ...

ტესტები და მოკლე სკამი
ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი უმაღლესი ლიგა დასრულდა და თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა – გუნდი გიორგი დევდარიანმა დატოვა. 44 წლის დევდარიანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, „ლოკომოტივამდე“ სხვა ქართული გუნდებიც გაუწვრთნია – „თბილისი“, თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“, დევდარიანი თავკაცობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებსაც. დევდარიანის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ ათგუნდა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, ჩემპიონატის ბოლოს ევროსაგზურისთვისაც გაიბრძოლა. რა გახდა მწვრთნელთან განშორების მიზეზი? „სარბიელის“ კითხვებს...

სურენ, ძმა…
ვალიკო მიზანდარისა და რუბიკ ხაჩიკიანის არ იყოს, ქართულ-სომხური ძმობის ამბავს ფეხბურთშიც ვხედავთ. საქართველოს ნაკრების თამაშებს სომეხ მსაჯთა ბრიგადა უძღვება, ხოლო სომხებისას ქართველები. აბა რა გასაკვირი ისაა, მსაჯებს ამხანაგურ შეხვედრებზე მეზობელი ქვეყნიდან თუ იწვევ (ამხანაგური მატჩებისას მათი შერჩევა მასპინძლის პრეროგატივაა). მაგრამ რატომ მაინცდამაინც სომეხი მსაჯები? იმიტომ, რომ სამაგიეროდ ისინი ჩვენებს იწვევენ? რა, სამსაჯო ბარტერია? საჭიროდ უსტვენენ თუ ისტორიული ძმობის გამოძახილია? აბა,...

ივან რაკიტიჩი: კარგია, რომ სუპერთასზე წავაგეთ
„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა. ის,როგორც ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა მხოლოდ წუხელ დაასვენეს, თასზე, „მურსიასთან“ (“ბარსამ” მოიგო 5:0). რაკიტიჩმა ინტერვიუ მისცა კატალონიაში გამომავალ სპორტულ გაზეთ „MUNDO DEPOTIVO“-ს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. — თქვენ ერთადერთი ბარსელონელი ხართ, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა. რა შეიცვალა? როგორ გახდით კვლავ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი? — გულწრფელად გიპასუხებთ: პირადად ჩემთვის არაფერი...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:
![Giorgi-Tsitaishvili წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Giorgi-Tsitaishvili.jpg)
წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

რევანში და მეოთხედფინალი…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად...

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა
ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ...

კვარა კვირის გუნდში
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო...

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური...

ბითაძის ორმაგი
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა. მისი მოედანზე...

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს ქართველი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაუსახელებია....

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის თამაში შეაფასა: გიორგი მამარდაშვილის, ჯო...

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.

წაუგებელი აღარავინაა
ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი...

საუკეთესო
მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

უხუცესი გადრაიცვალა
რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია. როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის დებიუტის შესაძლებლობა მისცა. მისი ცხოვრების...

