„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ჩვენც მოგვახვედრე კადრში, სიმონ!
9 ოქტომბრიდან პლანეტის უძლიერეს მეჩოგნედ შერაცხული დიაცი, რუმინელი სიმონა ჰალეპი მომენტს იჭერს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ სელფს აწვალებს და კადრში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ქომაგის ჩაკვეხებას ცდილობს.

შობა უბურთოდ!
ტურიდან, რომელიც კალენდრის მიხედვით 23 დეკემბერს უწევს, მეორე დღისთვის ერთი თამაშიც არ გადააქვთ. არადა, ტელევიზიისთვის რა მსუყე ლუკმა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ სტუმრობას ლონდონში, „არსენალთან“, ოცდაოთხში არ გადასვამდნენ, მაგრამ, დაუჯერებელი რამ მოხდა — ეს მატჩი ერთი დღით ადრე, 22 დეკემბერს შედგება. ამრიგად, 24 დეკემბერს პრემიერლიგაში სიმშვიდეა. გულშემატკივარი მეტ-ნაკლებად ელოდა კიდეც სიმშვიდეს, მაგრამ მხოლოდ საღამოს საათებში. პრემიერლიგის შეფებს...

პოლიციამ ონილს ჭიქა დაუმალა
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მაიკლ ონილს ედინბურგის სასმართლომ გუშინ 16 თვით აუკრძალა ავტომობილის მართვა და ზედ 1400-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა. 48 წლის მწვრთნელი ბრიტანელმა სამართალდაცავებმა 10 სექტემბერის გამთენიისას შოტლანდიის დედაქალაქის განაპირას დააკავეს და სისხლში დასაშვებ რაოდენობაზე 3-ჯერ მეტი ალკოჰოლი აღმოუჩინეს. გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ონილს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩეხეთის დამარცხებისა და გუნდის პლეი ოფში გაყვანის აღნიშვნა ნამეტანი გაუგრძელდა. „ბილდის“ ყვითელი...

მეც გამაუპატიურესო
ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, ტანმოვარჯიშე მაკკაილა მეროუნი მოძრაობა Me Too–ს („მეც“) აჰყვა და „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ აშშ–ის ნაკრების ექიმი ლარი ნასარი წლების განმავლობაში „აცდენდა“. 21 წლის მეროუნი წერს, რომ ნასარი პირველად 13 წლისას მიუცუცქდა. „დოქტორ ნასარმა მითხრა, რომ მკურნალობის აუცილებელ სეანსს ჩამიტარებდა. ეს მეთოდი 30 წლის განმავლობაში მრავალ სპორტსმენზე მაქვს გამოცდილიო, დამამშვიდა. ეს მოხდა ტეხასში, ჩემი ერთ–ერთი პირველი შეკრების დროს...

ლუვრის კარუსელში ბევრს თავბრუ დაეხვა
კარუსელი დარბაზია ლუვრში, იქ კი მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ორიოდ მსუბუქი სიტყვით ჩვენც შევეწეოდით. უპირველესად გავიხსენოთ ერთი ძველი დიალოგი: შესძლებ იმას, იანეკ? ძნელია. შევძლებ. მთავარია, რომ ის არსებობს. რა? მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. თუკი რამ საუკეთესო შეუძლია თქვას ქართველმა ფეხბურთელმა წილისყრის შემდეგ, ალბათ სწორედ ობერ-ლეიტენანტ კლოსის ეს სიტყვებია. მაგრამ თქმა ერთია, დუმილი კი...

კონტემ მოურინიუს შეუღრინა
„რომასთან“ დრამატული 3:3-ის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე, „ჩელსის“ გაწბილებულმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჯავრი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცზე ჟოზე მოურინიუზე იყარა. შეგახსენებთ, რომ ლონდონელები „რომას“ 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანეს. ცნობილია, რომ მოურინიუს ხალხის გაღიზიანება და გადამტერება სჩვევია. ამჯერადაც, კონტეს გაბრაზება საპასუხო რეაქცია გახლდათ. მოურინიუმ ლისაბონში „ბენფიკასთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი მწვრთნელი ფეხბურთელთა ტრავმების გამო დაუსრულებლად წუწუნებს და ტირის, „ჩელსის“ თავკაცმა...

ლურჯი წამალი მესის გეტრებში
იმაში, რომ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შინ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ მოუგო (3:1) უცნაური არაფერია. უცნაური სანახავი ის გახლდათ, რომ პირველი ტაიმის შუაწელს „ბლაუგრანას“ ლიდერმა ლეო მესიმ გეტრიდან ლურჯი აბი ამოიღო და გადაყლაპა. მოგვიანებით კატალონიის რადიომ განმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გლუკოზა, რომელსაც არგენტინელი სვამს, რადგან დროგამოშვებით, მატჩამდე და მატჩის შემდეგ, გულისრევის გრძნობა ეძალება ხოლმე. „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრაში მესიმ ჩემპიონთა ლიგაში...

ვექტორები
ათადან და ბაბადან ასე იყო – ყველა საქმეს სწორი მიმართულბა სჭირდებოდა და თუ რამ გულყრა მომხდარა, ყველა არასწორი მიმართულების ან მიმართულების საერთოდ არქონის გამო. პოლიტიკას, მათ შორის, საფეხბურთოსაც, არჩეული ადამიანები წარმართავენ და ვინ როგორ მოირგო პიჯაკი, კაბინეტი და რეგალიები, ცალკე საკითხია, დიდად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელიც, ოღონდაც, ახლა ამას გვერდი ავუაროთ და მიმართულების ამბები სხვაგვარად მიმოვიხილოთ. მათემატიკის სახელმძღვანელოებში ასე წერია: მიმართულ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მოდი რა, ფეხბურთში გამარკვიე. რა გაინტერესებს? მწვრთნელობა მინდა და ყველაფერი უნდა ვიცოდე. რატომ მოგინდა მწვრთნელობა? ტელევიზორში რომ ვხედავ, მომწონს. სხედან, ეწევიან… დაფიქრებული ხალხი ჩანს. მწვრთნელობა ძნელია. ამიტომაც მოგაკითხე, მათემატიკაზე ძნელი ხომ არ არის? გააჩნია ვისი მწვრთნელი ხარ. განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? მთავარი სწორედ ეგ არის, „შალკე“ მწვრთნელი თუ ხარ, ერთია, „ინტერისა“ კიდევ სხვა. მე „ინტერის“ მწვრთნელობა უფრო მინდა. ოო,...

გვარდიოლა და სეპარატისტები
“მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წუხანდელ შეხვედრაში მისი გუნდის გამარჯვება “ნაპოლისთან” (2:1), ესპანეთის ხელისუფლების მიერ დაკავებულ კატალონიელ სეპარატისტთა ორ ლიდერს მიუძღვნა. “ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი, – თქვა გვარდიოლამ “ეტიჰედ სტედიუმზე” გამართულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ესპანელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, – ჩვენ, კატალონიაში ვაჩვენეთ, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა იდეაზე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ”. საქმე ეხება ჯორდი კუშარტსა...

საქართველო – ილიასი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჩვენებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა და გუნდს, ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისკენ წაუძღვება. ილიას ზუროსი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა და თუ კი რამ, სადმე კალათბურთის ბურთი გათამაშებულა, ყველა შეჯიბრს დაესწრო. მისთვის საინტერესო რამდენიმე დეტალი და კალათბურთელის ვინაობა ჩაინიშნა და წუხელ შინ გაფრინდა, ჩვენ კი ამ წერილის დაწერისკენ გვიბიძგა. ბერძნები მომთხოვნი...

იტალიამ შვედებს სან-სირო გაუმზადა
ციურიხში დღეს ჩატარებულმა წილისყრამ ფეხბურთის გურმანებს მოლოდინი ერთობ გაუმძაფრა – რომელი გაემგზავრება მომავალი წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელი დარჩება რუსული მუნდიალის მიღმა? ერთი შეხედვით, წყვილები თანაბარია, თუმცა მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონ იტალიელთა და შვედთა ორრაუნდიანი დაპირისპირება, ვფიქრობთ, მაინც გამოსარჩევია. იქამდე კი ვიდრე გუნდები მოედანზე გაარკვევენ ურთიერთობას, ჩვენ მათი წინა მატჩების დავთვალეთ და აი, რა გამოგვივიდა… ჩრდილოეთ ირლანდია – შვეიცარია პირველი...

