„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

თეო, ძმა ხარ !
„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ ყოველთვის ერთიდაიგივე მატჩს ვუყურებ და „ატლეტიკოს“ ტაქტიკაში არაფერი იცვლება. ანტუანი უბურთოდ მომენტს ვერ ქმნის და იქნებ უთხრას თანაგუნდელებს?“

ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥
ლა ლიგაში “ჟირონასთან” და ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” დამარცხების შემდეგ, “რეალმა” მოიგო. მადრიდელებმა შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 3:0 აჯობეს “ლას პალმასს”. გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის თავდამსხმელებმა, კრიშტიანო რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ კვლავ ვერ შეაგდეს. თუმცა, რონალდუს საყვედური ნაკლებად ეკუთვნის — ჯერ ერთი...

სიომა
წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის მეკარის არაადამიანური შეძახილი კვეთს — დერჟიტე სიომუ… სიომა, ვლადიმერ ბარქაია… კაცი, რომლის გახსენებაზეც ფიქრიანი ღიმილი ეფინება სახეზე ნებისმიერ გულშემატკივარს — ოო, სიომა? ეშმაკი იყო, საოცრად ეშმაკი. ფეხბურთი მშვენიერი თამაშია. იგი ზღვა სიხარულს იძლევა. ფეხბურთელები,...

ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო
ჩემპიონის მე-17 ტიტულისკენ კიდევ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადადგა კახა კაჭარავას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ – თბილისელებმა ბათუმელი თანაკლუბელები ისტუმრეს და ლევან გეგეჭკორის გოლითა და ბექა მიქელთაძის ჰეთ-თრიქით 4:0 გაანადგურეს. ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე „დინამომ“ უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მცირე სასწაული უნდა მოხდეს საამსეზონო ტიტული თბილისელებმა ქუთაისელებს დაუთმონ. ახლა , „ტორპედოს“ ერთი წაფორხილება „დინამოს“ ჩემპიონობას უკვე ოფიციალურად დაადასტურებს....

ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა. ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში მოპოვებულ 220 კილოგრამს, აკვრაში 254 მიამატა და მონაგარს ორი სახეობის ჯამში დაფიქსირებული ახალი მსოფლიო რეკორდიც შემატა – 474 ! საინტერესოა,...

შოთა ლიგისთვის ემზადება
შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „სოგდიანა“ 1:0 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მესამე ადგილი. „ფახთაქორის“ მესამე ადგილი იმას ნიშნავს, რომ ტაშკენტელებს გაისად აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდათ. უზბეკეთიდან ამ ტურნირში სამი გუნდი მონაწილეობს: ჩემპიონი, მეორეადგილოსანი და თასის მფლობელი. უზბეკეთის ჩემპიონატს ტაშკენტის „ლოკომოტივი“ ლიდერობს და დიდი ალბათობით ჩემპიონიც გახდება. „ლოკომოტივი“ თასის ფინალში „ბუნიოდკორს“...

უფლისწული ნასიმ ჰამედი: შხამიანი სულთანი ვესტმინსტერიდან
რა ქნას კაცმა? ახლა კრივი ტელევიზიას უპყრია. თუ კრივი გიყვარს, ფასეულ ორთაბრძოლას ტყუილად ეძებ შენი ქალაქის სპორტულ ადგილებში. კედლებზე აფიშები არ არის. იმისათვის, რომ ჩხუბს უყურო, ფული უნდა გადაიხადო. რა თქმა უნდა, ტელეკაბელი ისედაც უნდა გქონდეს სახლში, მაგრამ დიდი კრივი თუ გწყურია, თანხას უნდა გამოხვიდე, რათა დაუშიფრავი ტაისონ-ჰოლიფილდი მიიღო. ეიჩ-ბი-ოუ, შოუთაიმი და იესპიენი გულს არ დაგწყვეტენ. კრივის მექა და მედინა...

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
სახორხოცო ამბავი დაემართა „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 ) რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს. პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში. ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.

ჩაიწერეთ: ნული, ნული, ნული
ისტორიაში ჩასაწერი ნულები შეგროვდა პრიმერა დივიზიონში მე -11 ტურის შემდეგ. „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ვალენსია“ – სამი წაუგებელი გუნდი 11 ტურის მერე 1996 წლის აქეთ არ ყოფილა. 10 მოგებით და ერთი ფრით „ბარსამ“ ძველი შედეგი გაიმეორა , „ვალენსიამ“ კი 8 მოგებით და 3 ფრით ახალი ფურცელი ჩააკერა კლუბის დავთარში. მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოახერხა, რომ 11 ტურმოლეულს წაგება არ უგემია. რაკი ისტორიაში ვიქექებით,...

მახინჯები
ვინ მოსთვლის რამდენჯერ გვსმენია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიწუნა მავანმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების გამო და მწარედ შეცდა. გასულა დრო და ყმაწვილისგან ვარსკვლავი დამდგარა, მისი დაწუნების ისტორია კი ანეკდოტად ქცეულა. ასეთი რამ ყველგან ხდება. ქართული ფეხბურთის ლეგენდას, დავით ყიფიანს, მაგალითად, ჭაბუკობისას უთხრეს, წადი “სკრიპკაზე” დაუკარი, ძვლებით სავსე ტომარა ხარო… დაახლოებით, ასეთივე რამ გადახდენიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რომელთა ამბავიც...

ომარ ფხაკაძე – ლეგენდებიც არ იქმნებიან უსიყვარულოდ
არიან ჩინებული სპორტსმენები, არიან შესანიშნავი სპორტსმენები და არიან დიადები. ამ უკანასკნელთა ცხოვრება სცილდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას და ლეგენდად გადაეცემა თაობიდან თაობას. ლეგენდარულად კი ისინი მარტო სპორტული წარმატებებისთვის არ იწოდებიან – როგორც პიროვნებები, მაღლდებიან სხვებზე და მათ გაუცნობიერებელ, უხილავ სიძლიერეს ყოველთვის გრძნობენ ირგვლივ მყოფნი. სწორედ ასეთი იყო ჩვენი უდიდესი ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე. ჩვენ ომარ ფხაკაძის სამფლობელოში ვართ, ველოტრეკზე, მისი მეუღლის დონარა...


