„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

კალათები შეივსო, ველით წილისყრას
წუხელ პერუმ ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა და ამისდაკვალად, მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ყველა, 32-ვე მონაწილის ვინაობა გაირკვა. ფიფას ანონსის მიხედვით, ეროვნული ნაკრებები ოთხ რვაგუნდიან კალათებში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის წილისყრა მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება. 1 კალათა: რუსეთი, გერმანია, ბრაზილია, პორტუგალია, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი, საფრანგეთი 2 კალათა: ესპანეთი, პერუ, შვეიცარია, ინგლისი, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი, ხორვატია 3 კალათა: დანია, ისლანდია, კოსტა რიკა, შვედეთი,...

ჰეი, ქინქი!
სწორედ ათი წელიწადი გასულა მას შემდეგ, რაც გიო ქინქლაძე ინგლისის სტადიონებზე დათარეშობდა და „მანჩესტერ სიტის“ ისტორიას ქმნიდა. კლუბისთვის ცუდ დროს იყო იქა და ამანაც არია საქმეები, მაგრამ აბა ქაღალდს ჩახედეთ: სამ სეზონში 106 მატჩი ითამაშა სიტიში და აქედან 105 ძირითადში! ერთხელ გამოვიდა შეცვლაზე. იმას მერე კიდევ რაღა არა მოხდა და სულ სხვა ადგილას, სულ სხვა ქვეყანაში, თათართა გუნდ „რუბინში“ ქინქლაძემ...

პატარა გენიოსი
1988 წელს გიო ქინქლაძე თბილისის “მრეტებში” თამაშობდა. 16 წლის ბიჭი ბუბა ტყავაძეს ფლეიმეიქერობას ეცილებოდა. თამაშს არ ვაცდენი. ლამის „დინამო“ დამავიწყეს. ამ ორის გარდაც სულ ჯიგრიანი ბიჭები ჰყავდათ… უბანში ძმაკაცებს ვეხვეწებოდი, წამოდით სტადიონზე – მესხის მერე რომ არ დაბადებულა, ისეთი ბიჭი დაბადებულა მეთქი… მერე „დინამო“… მერე „ზაარბრუკენი“… მერე „ბოკა“… მერე „სიტი“… მერე კანტონა, ის და ჟინოლა – პრემიერლიგის სამი საუკეთესო სტუმარი…...

მე ვარ სანე!
დღეს, 21 წლის ლეროი სანე გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. შარშან, აგვისტოში ის „სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა „შალკედან“. წლეულს კი, სანე ლამის საუკეთესო გახდა გუნდში. ფრანგულმა „ფრანს ფუტბოლმა“ მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი მკითხველისთვის უფრო საინტერესო რომ ყოფილიყო, ცოტა შევამოკლეთ უნიჭიერესი ყმაწვილის ნაუბარი და ესეც ვიფიქრეთ: რაოდენი პოზიტივი და პროფესიონალიზმი გამოსჭვივის მის საქმისადმი და საერთოდ, ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში. ეგებ ჩვენმა ახალგაზრდა...

საკი: იტალიურ ფეხბურთს კულტურული პრობლემა აქვს
“იტალიის ნაკრების ჩაფლავება ჰაერიდან არ მოსულა, მას წინ ორი კატასტროფული მსოფლიოს ჩემპიონატი უძღოდა” — განაცხადა “პრემიუმთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” ყოფილმა თავკაცმა, “მილანის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში, ორი შეხვედრის ჯამში შვედეთთან დამარცხდა, 1:0 და 1958 წლის შემდეგ პირველად დარჩა მუნდიალის მიღმა. “ჩვენთან, საფეხბურთო განათლება კარგ დონეზე არ დგას, — განაგრძო საკიმ, — ზოგადად, განათლება უამრავი...

მადრიდის გულის ძგერა ესმის…
ხამეს როდრიგესს მადრიდი ენატრება და ამას არც მალავს. კოლუმბიელი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ბაიერნია” “რეალი”, არც მიუნხენია მადრიდი და არც გერმანიაა ესპანეთი. ესპანეთის დედაქალაქში ყველამ კარგად იცის, რომ “რეალიდან” წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით ხამესი ბოლო წამამდე იბრძოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასარჩენად. როდრიგესის სიყვარული და ერთგულება “თეთრი კლუბისადმი” გულშემატკივართა შორის პატივისცემას იმსახურებს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის კოლუმბიელი უახლოეს მომავალში დააბრუნოს,...

ახალგაზრდული დღე
საქართველოს ახალგაზრდულმა და 19-წლამდელთა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ჩაატარეს. 19-წლამდელებმა, გიორგი ყიფიანის თავკაცობით, საქმე უკვე მოიმთავრეს. ტურნირის ბოლო დღეს, როგორც ანდორასთან, ჩვენი ჭაბუკები უმოტივაციო ფრანგებთანაც ფრეს დასჯერდნენ – 1:1 და ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზე დარჩნენ. ცხადია, ამ ასაკში ელიტ-რაუნდი საქართველოს გარეშე ჩაივლის. საფრანგეთი და მასპინძელი ბოსნია თამაშს მომდევნო ეტაპზე გააგრძელებენ. გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ფურცელაძე, ქოჩორაშვილი, ანდრონიკაშვილი, ნინუა,...

კალათბურთი ახალი თავისთვის ემზადება
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვეტერანი კალათბურთელი პაატა გურასპაული ემზადება. მას განაცხადი უკვე მზად აქვს და ფედერაციის გამგეობას დასარეგისტრირებლად 15 ნოემბერს ჩააბარებს. პაატა გურასპაული ამჟამად სილქ ტვ-ის კალათბურთის რედაქციის რედაქტორიგახლავთ. ის ხელმძღვანელობს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირს, რომელის ორგანიზებითაც ტარდება თბილისის ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის. თავის დროზე პაატა გურასპაული თბილისის „დინამოს“ გამთამაშებელი გახლდათ. ცნობილია, რომ გურაპსაულის კონკურენტები ასევე...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
უყურე ბრაზილია – არგენტინას? უცნაური ხალხია. რატომ? აბა, რატომ უნდა ითამაშო ფეხბურთი დილის რვა საათზე? ე, ეგ ეგრე გამოვიდა. იქ რომ ღამეა, აქ დილაა, ამდენი არ იცი? მაგდენი როგორ არ ვიცი, მაგრამ ამ ბრაზილიელებს ტვინი არა აქვთ და… ბრაზილიელებს? ჰმ… ჰო, ბრაზილიელებს. ვეღარ გაიგეს, რომ არგენტინელებს არ უნდა ეთამაშონ? აბა ვის უნდა ეთამაშონ? ავსტრალიას. ჰა, ჰა, საუდებს. და პელე რომ...

ქორწილი არ იქნება
გარეთ ბეილის ქვისლი, 29 წლის ალექსანდერ უილიამსი მშობლების სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ეს მოხდა გასულ ოთხშაბათს ქალაქ პენარტში, კარდიფის ახლოს. ალექსანდერი კარდიფში მამის ავტოსალონში მუშაობდა. ბეილის საცოლე ემა ესპანეთიდან სასწრაფოდ გაეშურა უელსში დასთან, კეიტთან, რომელსაც ალექსანდერისგან მეორე შვილი ცოტა ხნის წინ შეეძინა. უილიამსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ტრაგიკულმა ამბავმა შეცვალა ბეილის და ემას გეგმა – ისინი ქორწილისთვის ემზადებოდნენ.

ცისფერჩაფხუტიანი ნაკრები
თამაშის დასრულებამდე სამი წუთი რჩება… ფრეა… მწვრთნელს მოედანზე ორი შემტევი გამოჰყავს… შესაცვლელი ფეხბურთელი წუთნახევარს ანდომებს მოედნიდან გასვლას. თან საკუთარ თავს ტაშს უკრავს. აშკარაა, რომ მთავარი მიზანი არწაგებაა. პრობლემაც მანდ იმალება. არწაგება უკვე შედეგია და ლამის სიამაყით აღიქმება. „დასტოინი“ წაგებაზე და „შტანგები დავუღუნეთ, მაგრამ არ შევიდა“-მდეც არ ვართ შორს. თან იტალიებთან და საფრანგეთებთან კი არა – გუშინ რომ ხურდად ვთვლიდით, იმათთან....

ყვითელი ჯარი ზირაქაშვილის გარეშე
საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ შერკინებებში მსოფლიოში აღიარებული ეს ორი მორკინალი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა. ბრძოლა უშეღავათო იყო, ნარო და ზირაქა ერთმანეთს არ ინდობდნენ, საწყისი...

