„ლივერპულს“ „გენკის“ მეკარის ლუკა ბრუგმანსის შეძენა უნდა! – ამას ინგლისური „სანი“ წერს. სატრანსფერო ბაზარი კი სამშაბათს საღამოს იხურება.
ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რა ბედი ეწევა გიორგი მამარდაშვილს? გაზეთის მტკიცებით მას სავარაუდოდ „ნოტინგემ ფორესტი“ წაიყვანს.

ბრუგმანსი ჯერ ყმაწვილია. ის ივნისში 18 წლის გახდა. მას ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალ მეკარე-ვარსკვლავს უწოდებენ. მისი შეძენით „ბებერ კონტინენტზე“ ბევრი კლუბია დაინტერესებული.
„სანი წერს“ რომ ბელგიელს თვალი „ლივერპულის ტალანტების მომძიებელმა მსოფლიო დეპარტამენტმა“ დაადგა, რომელსაც მეტ ნიუბერი ხელმძღვანელობს. ბრუგმანსმა „გენკის“ შემადგენლობაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ის ბელგიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.
„სანი“ წერს, რომ „წითლებს“ საქმე შეიძლება „რეალის“ ინტერესმა გაურთულოს. ყველაფრისთვის კი დრო ხვალის ანუ სამშაბათის საღამომდეა.
იყიდის თუ არა ბელგიელ ვუნდერკინდს „ლივერპული“ იმაზეა დამოკიდებული, შეთანხმდებიან თუ არა მერსისაიდელები „ნოტინგემ“ ფორესტთან“ მამარდაშვილის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ჰყავს კიდევ ერთი მეკარე ფრედი ვუდმენი ანუ კლუბს გოლკიპერის პოზიციაზე არ უჭირს, უბრალოდ თუ ქართველი „ფორესტში“ გადავა, ის მისი შემცვლელის როლში ბრუგსმანის შეძენას შეეცდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
