საფრანგეთში ეიფორიაა. ნაკრების მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ერთა ლიგაში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრისას ტრიბუნაზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნება.
მატჩი სენ დენიში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. ეს სტადიონი 80 000 მაყურებელს იტევს.
იტალიამდე ზიდანის გუნდი ორ შეხვედრას გამართავს, ოღონდ ორივეს სტუმრად: 25 სექტემბერს თურქეთში და 28 სექტემბერს ბელგიაში. იტალიის შემდეგ „ლურჯები“ 5 ოქტომბერს ბელგიას უმასპინძლებენ.
საფრანგეთის ნაკრების გაძღოლა ზიდანის ოცნება იყო. პრეს კონფერენციაზე მან თქვა: „დღეს მე ოცნება ამიხდა. ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი სხვადასხვა კლუბები მთავაზობდნენ სამსახურს, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. „რეალში“ გატარებული წლების შემდეგ ერთადერთი რაც მინდოდა საფრანგეთის ნაკრების თავკაცობა იყო“.
პირველი შეკრება, რომელსაც ზიდანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრები ჩაატარებს სამ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.
„ახლა მე მიწაზე დაშვება მჭირდება. ფეხბურთელებს უნდა შევხვდე, თამაშის ჩემეული გეგმა ავუხსნა, უნდა ვუთხრა რას გავაკეთებთ ერთად და სწორედ ჩემზე, როგორც ლიდერსა და მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა ეს გუნდი გამარჯვებას მომავალშიც“, – თქვა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
