არ დავნებდებით

Home კატეგორიის გარეშე არ დავნებდებით
არ დავნებდებით

Fabregas revealed precious Como advice for penalties with Napoli after 1-1  draw„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა კომოსთან იტალიის თასის მეოთხედფინალში პენალთებით 6:7 დამარცხების შესახებ.

„ბიჭები უნდა შევაქო, რადგან ჩვენს ამჟამინდელ პოტენციალს ვაჭარბებთ. ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს და ამის მიუხედავად, შესანიშნავ შედეგებს ვაჩვენებთ. ერთ კალენდარულ წელს სკუდეტოც და ქვეყნის სუპერთასიც მოვიგეთ და დღევანდელი დღე ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან პენალტების სერიაშიც კი შეგვეძლო გასვლა შემდეგ რაუნდში. ნებისმიერ გუნდს ამჟამინდელ კრიზისში სირთულეები შეექმნებოდა, მაგრამ არ დავნებდებით და თავდაჯერებულად და მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – უთხრა კონტემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.