სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ ბრუკლინში, „ნეთსთან“, 81:96 დამარცხდა. მოპოვებული ქულებიდანაც ჩანს, რომ „ტორონტოს“ შეტევაში საქმე კარგად არ წაუვიდა.არც ჩვენებურს ჰქონია ისეთი დღე, როგორსაც ველოდით. მამუ სათადარიგო იყო და 20 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი კი ააცილა; პასივში სამი დაკარგა ჰქონდა და მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ 23 ქულა წააგო.
ამ მატჩისას კანადელთა ძირითადში დაბრუნებულმა ჯეიკობ პიოლტლმა ზურგის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამიტომაც, ახლა დიდი შანსია მომავალ შეხვედრაში მამუკელაშვილი ისევ სასტარტოში ვნახოთ. ტორონტო 17 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 24 დეკემბერს, „მაიამი ჰითთან“ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
