ექვსი წლით ესპანეთში

Home კატეგორიის გარეშე ექვსი წლით ესპანეთში
ექვსი წლით ესპანეთში

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე კარიერას ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვილიარეალში“ გააგრძელებს.

„ვილიარეალმა“ შეთანხმებას მიაღწია ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ლიონთან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთნ დაკავშრებით. ქართველი ფორვარდი ჩვენი გუნდის ღრსებას მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში, 2031 წლის ივნისამდე დაიცავს.

კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჟორჟ“, – წერია „ვილიარეალის“ განცხადებაში.

„ვილიარეალმა“ ლა ლიგის ახალ სეზონში სამიდან ორი თამში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 7 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი სავარაუდოდ 14 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩისას შედგება.

ახალ გუნდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...