თვე: მაისი 2025

Home 2025 მაისი
რა შეიძლება მოუვიდეთ ზურიკოს და ჟორჟის კლუბებს?
ჩანაწერი

რა შეიძლება მოუვიდეთ ზურიკოს და ჟორჟის კლუბებს?

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში ითამაშებს. დარჩება თუ არა ქართველი „მწვანეებში’’ ჯერ ცნობილი არ არის. გუნდი სერიოზული სეზონისწინა შეკრებებისთვის ემზადება. ლიგა 1-ში ხანმოკლე გასეირნება დასრულდა. გუნდმა უმაღლეს საფეხურზე 9 თვე გაატარა და საიდანაც ამოვიდა ისევ იქ დაბრუნდა. ფანები და მიმომხილველები ძალიან უკმაყოფილოები არიან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 2024 წლის ივნისიდან კლუბს ახალი მეპატრონე ჰყავს, „კილმერი’’...

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე
ჩანაწერი

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე

„ბილბაომ’’ ალექს ბერენგერის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით ლა ლიგის ოთხეულში ადგილი გაინაღდა, „ვალენსიამ’’ კი რომელიმე ევროთასზე გასვლაზე ოცნებას თავი დაანება. პრინციპში „ღამურებისთვის’’ ეს ამოცანა არც იყო ადექვატური, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ. ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საქმე მეორე ტაიმში გამოუჩნდა. მან ჯერ გორკა გურუზეტას თავური მოიგერია, 72-ე წუთზე კი ბერენგერის საოცარი ტრაქტორიით დარტყმულს...

რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა
ჩანაწერი

რეიმსს თასის ფინალში პსჟ-თან თამაში არ უნდა

ლიგა 1-ის ბოლო დღეს, უფრო სწორად მის ბოლო წამებზე, „სტად დე რეიმსმა’’ რომელიც შაბათს საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს, მე-16 ადგილზე ამოჰყო თავი, ეს კი გადათამაშებაში მოხვედრას ნიშნავს.სხვა სიტყვებით, ლიგა 2-ში რომ არ გავარდეს მან 21 და 29 მაისს „მეცს’’ უნდა აჯობოს და რაა გასაკვირი, რომ მისთვის ეს ორი შეხვედრა 24 მაისის...

იბერია კოლხეთმა შეაჩერა
ჩანაწერი

იბერია კოლხეთმა შეაჩერა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში მნიშვნელოვანი სატურნირო ცვლილებები არ მომხდარა. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ლიდერმა „იბერიამ“ „კოლხეთთან“ მატჩში ფრედ დაასრულა. თბილისელებისთვის ეს შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ზედიზდ 27-ე წაუგებელი მატჩი გახლდათ. იბერიამ ორი ქულა კი დაკარგა, თუმც მაინც საგრძნობი უპირატესობით უსწრებს უშუალო მდევარ „დილას,“ რომელმაც „ბათუმი“ სტუმრად 3:0 გაანადგურა. ქართლელების უპირტესობა უფრო დიდი იქნებოდა 36-ე წუთზე ანდრონიკაშვილს...

პარიზელების შუალედური ზეიმი
ჩანაწერი

პარიზელების შუალედური ზეიმი

2004-05 წლების უკვე ისტორიული სეზონის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ შაბათ საღამოს „პარკ დე პრენსზე’’ შუალედური ზეიმი მოაწყო ―  საფრანგეთის ჩემპიონის მე-13 ტიტული აღნიშნა. მარკინიოსისთვის ეს მეათე ჩემპიონობა გახლდათ. კაპიტანი, რომელმაც „ოსერთან’’ 3:1 მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, იყო ის ფიგურა, რომელსაც ორი გიგანტური ეკრანის შემყურე ხალხი განსაკუთრებით ესალმებოდა. მაგრამ ეს მხოლოდ მხოლოდ წახემსება...

პარიზმა ზეიმი არ გაიმწარა
ჩანაწერი

პარიზმა ზეიმი არ გაიმწარა

„ოსერმა’’ ანგარიში გახსნა, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონს ერთსაათიანი ჩამორჩენა ჰქონდა, შემდეგ კი სიჩქარე გადართო და სეზონის ბოლო ორი შეხვედრის წინ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. პსჟ-ს ფეხბურთელები ასეთ სცენარს ცხადია არ ელოდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ ჩამორჩენის შემოტრიალება მოუწევდათ. თითქოს საჩემპიონო კამპანიის ემოციით გამდიდრება, „პარკ დე პრენსზე’’ შეკრებილი 48 გულშემატკივრის შეუვალი მხარდაჭერის შემოწმება და მწვთნელის სიმშვიდის გამოცდა...

პირველი პარიზული დუბლი [VIDEO]
ჩანაწერი

პირველი პარიზული დუბლი [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო. მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ შორეული დარტყმით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოს კი ფრანგულ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, პსჟ-მა 3:1 მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიას კი ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა უმაღლესი შეფასება, 10.0 დაუწერა.  

შესაძლოა ოსიმენი ილდიზს პლუს ფულში გაიცვალოს
ჩანაწერი

შესაძლოა ოსიმენი ილდიზს პლუს ფულში გაიცვალოს

სერია A-ს სეზონს ინტრიგა ბოლომდე შერჩა: ვინ გახდება ჩემპიონი „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? დღეს მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მაგრამ ნეაპოლური კლუბის სპორტული მენეჯერი ჯოვანი მანა თავის საქმით არის დაკავებული: 2025-26 წლების სეზონზე ფიქრობს. მან უნდა შეადგინოს გასაყიდ და შესაძენ ფეხბურთელთა სრული სია, რათა გაყიდვებიდან მიღებული ფულით ყიდვა დააფინანსოს. „ნაპოლის’’ სატრანსფერო ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიქტორ ოსიმენის...

რონალდუ სპორტსმენთა შორის უმდიდრესია
ჩანაწერი

რონალდუ სპორტსმენთა შორის უმდიდრესია

ზედიზედ მესამე წელია „ფორბსის’’ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. ტოპ-50 კაცში 8 ფეხბურთელია. ანაზღაურებამ, რომელსაც რონალდუ 2022 წლის ბოლოს „ალ-ნასრში’’ მიაღწია, ყველანაირ დატოლებას აზრი დაუკარგა. 2025 წელს პორტუგალიელის ჯამური შემოსავალი იქნება 246 მილიონი ევრო, რომლიდანაც 201 მილიონი ხელფასია, ხოლო დანარჩენი სპორტთან დაკავშირებული სხვა შემოსავალი. პორტუგალიელი გვარიანად უსწრებს ნბა-ს ვარსკვლავ სტეფ კარის, რომელიც „გოლდენ...

კიტეიშვილი: ზედიზედ მეორედ ბუნდეს-საუკეთესო!
ჩანაწერი

კიტეიშვილი: ზედიზედ მეორედ ბუნდეს-საუკეთესო!

საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ავსტრიის ბუნდესლიგის ხუთი ნომინაციიდან სამში საუკეთესოდ „შტურმის“ ფეხბურთელები დაასახელეს. კიტეიშვილის გარდა, კიელ შერპენი სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მალიკ იალკუ – საუკეთესო ახალწვეულად. საუკეთესოები კლუბების პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად დაასახელდნენ. მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა თორმეტი გოლი გაიტანა და...