თვე: მაისი 2025

Home 2025 მაისი
ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში
ჩანაწერი

ძალიან სასიამოვნო კაცი ბისტროში

ოთხშაბათს, ნაშუადღევს პარიზის პირველ ოლქში მდებარე ბისტრო A la claire fontaine-ს ტერასაზე ოთხი კაცი საუბრობდა და იცინოდა. ისინი მცხუნვარე მზის ქვეშ ერთმენეთს ლუდით სავსე ჭიქებს უჭახუნებდნენ და ველოსიპედით გასეირნების შემდეგ ისვენებდნენ. მათ ველოსეირნობას შორტები და მაგიდაზე დაწყობილი ჩაფხუტები ადასტურებდა. ერთს ფრანგული ველოგუნდის Groupama FDJ-ს მაისურა ეცვა. ის ამ გუნდის მწვრთნელის მარკ მადიოს კარგი ნაცნობია. ფრანგულად...

დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა
ჩანაწერი

დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა. დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია....

ასე გაგიჟდა იამალის მამა
ჩანაწერი

ასე გაგიჟდა იამალის მამა

ლამინ იამალმა კილიან მბაპეს რეკორდი დაამხო ― ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგს ნახევარფინალში გოლი გაიტანა. იმ დღეს, როდესაც „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ „მონჟუიკზე’’ 3:3 ითამაშეს, იამალი 17 წლისა და 292 დღის იყო. არადა, ამ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მოთელვის დროს ითქვა, რომ ფეხბურთელს, რომელმაც 24-ე წუთზე საუცხოო გოლი შეაგდო,...

3:3 ინტერის გადმოსახედიდან
ჩანაწერი

3:3 ინტერის გადმოსახედიდან

„ინტერისთვის’’ ეს მატჩი ლეგენდარული არა, მაგრამ ისტორიული ნამდვილად იყო, ― დაწერა „ბარსელონასა’’ და „ინტერს’’ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შესახებ იტალიური პორტალის calciomercato-ს მიმომხილველმა სანდრო საბატინიმ და იქვე განმარტებაც მოაყოლა, ― იმიტომ, რომ ბარსელონიდან 3:3-ის წამოღება გმირობაა, რომელიც თუ გავითვალისწინებთ, რომ მილანელები ორი ბურთით იყვნენ წინ, სინანულსაც მოიცავს. ინძაგის „ნერაძური’’ თამაშობდა გულით, ამაყად,...