თვე: მაისი 2025

Home 2025 მაისი
პატარა გორი დიდ 10-ში
ჩანაწერი

პატარა გორი დიდ 10-ში

სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალმა, რომელიც დედაქალაქურ „ავჭალაზე“ გაიმართა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო თამაში, რომელიც აშკარად იმსახურებდა დიდი ფინალის წოდებას. რეგულარული სეზონის მომგები „გორი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო პირველი ლიგის ახალბედა თბილისის „წიქარასთან“ დაპირისპირებაში, თუმცა ამ დრამატული მატჩის თავბრუდამხვევმა სიუჟეტმა მაყურებელი და ორივე მოწინააღმდეგე მხარე უკიდურეს დაძაბულობაში ბოლო წამამდე ამყოფა. „გორმა“ თამაშის ბოლოსწინა წუთზე გატანილი...

ანდორა დამარცხებულია…
ჩანაწერი

ანდორა დამარცხებულია…

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალთა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ანდორაში გამართა და 10 მოთამაშით დაღცენილება, დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მეტოქის დამარცხება – 2:1. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის გადაცემით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა. 52-ე წუთზე,...

დეშამი: ეს იქნება სტილების დაპირისპირება
ჩანაწერი

დეშამი: ეს იქნება სტილების დაპირისპირება

როდესაც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს დიდიე დეშამს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ჰკითხეს, მან ღიმილით, მაგრამ ერთგვარი წყენით უპასუხა: „ამ შეკითხვას სერიოზულად მისვამთ? მარკუსს (ტურამს) და ბენჟემენს (პავარს) ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ როგორც ფრანგული ფეხბურთის წარმომადგენელი რასაკვირველია ფრანგულ კლუბს ვგულშემატკივრობ. მერე რა რომ „მარსელში’’ ვთამაშობდი. მსურს პსჟ-მ გაიმარჯვოს, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა ამ შეხვედრის მონაწილე შვიდმა ფეხბურთელმა...

ალე, პარი!
ჩანაწერი

ალე, პარი!

გზავნილი მარტივი და გასაგებიაო, წერს პარიზიენი. გუშინ ანუ პარასკევ საღამოს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე გამოისახა სიტყვები: წინ, პარიზო! ასე დაუჭირა მხარი საფრანგეთის დედაქალაქმა თავის გუნდს „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც დღეს საქართველოს დროით 23 საათზე მიუნხენში „ალიანც არენაზე’’ გაიმართება. პსჟ-ს მეტოქეა „ინტერი’’. „პარიზიენის’’ თქმით ამ შეხვედრას მთელი ქალაქი დიდი მღელვარებით ელის. დღეს,...

აგვისტომდე წავედით…
ჩანაწერი

აგვისტომდე წავედით…

ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...

უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!
ჩანაწერი

უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!

რამდენიმე კრივიანი ჭორაობა იმით დამთავრდა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში’’ დარჩენა გადაწყვიტა. ის აურელიო დე ლაურენტისის პროექტს გააგრძელებს. არადა ამბობდნენ, რომ „აძურის’’ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კონტე „იუვენტუსში’’ დაბრუნდებოდა. ტურინული კლუბსაც ძალიან სურდა ყოფილ თავკაცთან თანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ პარტენოპეელთა მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოლაპარაკებებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. გამოქვეყნდა ლოზუნგი: „სრული სვლით წინ! უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!’’....

ალეგრი მილანში წავიდა
ჩანაწერი

ალეგრი მილანში წავიდა

მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე. როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ...

ფრთხილად, არ დათარსოთ!
ჩანაწერი

ფრთხილად, არ დათარსოთ!

პარიზელები ეტყობა ცრუმორწმუნე ხალხი არ არის. მათ დიდი მსჯელობა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი ზეიმი უნდა მოაწყონ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ადრე ვწერდით,  კვირას შუადღისას გუნდი თასით შონზ ელიზეზე ჩაივლის. „პარიზიენის’’ ინფორმაციით მიუნხენიდან გუნდი შარლ დეგოლის აეროპორტში დღის 4 საათზე ჩაფრინდება, 5 საათზე კი ქალაქის მთავარ გამზირს მიაღწევს და პარადიც დაიწყება. სახალხო...

პარიზელებს პარადი უნდათ, ოლქის მერიას კი ეშინია
ჩანაწერი

პარიზელებს პარადი უნდათ, ოლქის მერიას კი ეშინია

თუ „პარი სენ ჟერმენი’’ შაბათ საღამოს „ინტერს’’ დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პარიზში დაბრუნებული ფეხბურთელები შონზ ელიზეზე პარადს მოაწყობენ. ეს ცნობა პირველმა RMC Sport-მა გაავრცელა და მოგიანებით „პარიზიენმა’’ დაადასტურა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მერიას ნახევარფინალში გამარჯვებისთანავე მიმართა, მაგრამ მკაფიო პასუხი მყისიერად არ მიუღია. არადა ეს პარადი პარიზულ კლუბს ისტორიაში პირველი „დიდყურა თასის’’ მოგების შემთხვევაში საშუალებას...

როკენCole მუდრიკის გარეშე
ჩანაწერი

როკენCole მუდრიკის გარეშე

„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს  „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...