5 და 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – „ჯვაროსნები“ თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ამას გარდა საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა...
ვინ შეცვლის ინძაგის?
დღეს მილანში, „ინტერის’’ ბანაკში სრული კონცენტრაციაა. „პარი სენ ჟერმენთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სხვა საკითხებზე ენერგიას არავინ ხარჯავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბოლოხანს სიმონე ინძაგიმ ქარაგმულად და მინიშნებებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ფინალი, შესაძლოა „ნერაძური’’ დატოვოს. calciomercato-ს მიმომხილველის ანდრეა დისტასოს აზრით კლუბი ხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამთავითვე უნდა მოემზადოს. ერთი წლის...
გაუგონარი ისტორია ჟორჟის კლუბის თავს
გაუგონარი უყურადღებობის თუ დანაშაულებრივი გულგრილობის გამო ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ იმ კლუბებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს. მართალია რიონისპირეული კლუბის შეფები ამბობენ, რომ ფიფასთან სიტუაცია დაარეგულირეს, მაგრამ პრესა ამტკიცებს, რომ დაწყნარების საბაბი არ არსებობს. წერენ, რომ კლუბის ამერიკელმა მეპატრონემ ჯონ ტექსტორმა გულშემატკივრებს შეიძლება „ლიონისა’’ კომპანია Eagle Football-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამამშვიდებელი ამბები მოუყვეს, მაგრამ...
კვარა ვარჯიშს დაუბრუნდა
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც საფრანგეთის თასის ფინალი შაკიკის გამო გააცდინა, სამშაბათ შუადღისას, „ინტერთან’’ თამაშამდე ოთხი დღით ადრე ვარჯიშს დაუბრუნდა. „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „რეიმსის’’ 3:0 დამარცხებიდან ორდღენახევრის შემდეგ პსჟ პუასის ბაზაზე შეიკრიბა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საბოლოო მზადება დაიწყო. შეხვედრა შაბათს, 31 მაისს მიუნხენში, საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. პრესის აზრით, სამშაბათის ვარჯიში საყურადღებო იმით იყო,...
ბასილაშვილი საფრანგეთს დაემშვიდობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში დაემშვიდობა. ჩვენებურმა ოთხსაათიან და ხუთსეტიან ბრძოლაში პორტუგალიელ ენრიკე როშასთან წააგო – 6:7; 6:2; 6:7; 6:2; 2:6. პირველი და მესამე სეტების ბედი ტაი ბრეიკზე გადაწყდა და ორივე პორტუგალიელმა წაიღო. სამაგიეროდ, ბასილაშვილი მძლავრად გამოიყურებოდა მეორე და მეოთხე სეტებში და ერთნაირი ანგარიშით მოიგო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში კი პორტუგალიელის უპირატესობა აშკარა იყო...
ოთხი დებიუტანტი სანიოლის გადახალისებულ სიაში
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 5 ივნისს თბილისში ფარერებთან, 8 ივნისს კი ქუთაისში კაბო ვერდესთან. ვილი სანიოლმა უახლოესი თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. გამძახებულთა შორის 4 დებიუტანტია – მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, „დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი – საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან გორის „დილას“ მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული „კოლოსის“ ნახევარმცველი...
საქართველო ახალი ფორმით…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალი ფორმებით ითამაშებს 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც. ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის ფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია „მაკრონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი მაისურის დიზაინში, გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები. ასეთი...
ჩხუბი თბილისში, კრიზისი – თელავში
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მთავარ მატჩში, „ქართულ კლასიკოში“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, შეხვედრის დამთავრების შემდეგ იშვიათი ამბავი მოხდა, მინდორზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა 9 (!) ფეხბურთელი გააძევა – 5 „დინამოდან,“ ოთხი – „ტორპედოდან…“ რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ის დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს 2:0 და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს...
ბორდოსფერი ოვალური ევროპა
ევროპული რაგბის მთავარი საკლუბო ტურნირი ფრანგულმა „ბორდომ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ნორთჰემპტონ სეინთსი“ დაამარცხა. რანგით მეორე ევროტურნირზე – ჩელენჯ თასზე კი პირიქით მოხდა – ინგლისურმა კლუბმა ფრანგულს აჯობა, კერძოდ, „ბათმა“ ქართველების „ლიონს“ სძლია. პარალელურად პრო დ2-ში პლეი-ოფი დაიწყო… ჩემპიონთა თასი ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა თავის მესამესაჩემპიონთათასო ფინალში მეორე ტიტულის მოპოვებას ლამობდა, მაგრამ „წმინდანებმა“ ვერაფერი მოუხერხეს უმძლავრს „ბორდოს“,...
ბასილაშვილი საფრანგეთის ძირითადშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. ეს კი 2022 წლის შემდეგ პირველად ხდება. ჩვენიანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით სამი მატჩი მოიგო. წინა ორზე უკვე ვწერდით, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მასპინძელ ჯეფრი ბლანკანოს 6:2; 6:4 აჯობა. პირველ სეტში ბასილაშვილმა სამი ბრეიკი გაახერხა, ერთიც მასპინძელს დაუთმო და იოლად მოიგო. მეორეში ბასილაშვილმა ისევ ერთი ჩაწოდება დათმო, თავად კი...









