ონანას ცოლის მძარცველი დაიჭირეს

Home აქეთურ-იქითური ონანას ცოლის მძარცველი დაიჭირეს
ონანას ცოლის მძარცველი დაიჭირეს

Couple posing outdoors.„მანჩესტერ იუნაიტედის’’ მეკარის ანდრე ონანას ცოლი, მოდელი მელანი კამაიუ გაძარცვეს ― 62 ათას გირვანქად (219 ათას ლარად) ღირებული „ჰერმეს ბირკინი’’ (ჩანთა) და „როლექსის’’ საათი მოსტაცეს. ეს 29 მარტს ჩეშირში მოხდა, როდესაც ქალი იტალიური რესტორნიდან გამოდიოდა.

„დეილი მეილი’’ წერს, რომ პოლიციამ საქმე გამოიძია და დააპატიმრა 25 წლის ბრედფორდელი ლაიამ როსი, რომელსაც ბრალად მსხვილი მასშტაბის ძარცვა წაუყენეს. როსს მარიხუანით ვაჭრობაშიც სდებენ ბრალს.

ონანა და მისი მეუღლე (რომელთაც ვაჟიც ჰყოლიათ), ბრიტანეთში გოლკიპერის „ინტერიდან’’ „იუნაიტედში’’ გადასვლის გამო გადავიდა. მას მერე ონანამ ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 92 თამაში ჩაატარა. მათ შორისაა სამშაბათს „ნოტინგემ ფორესტთან’’ 0:1 წაგებული შეხვედრაც.

ონანას და კამაიუს წყვილი ოლდერლი ეჯში ცხოვრობს. ეს გახლავთ პრემიერლიგის ძველი და ახალი ფეხბურთელების საყვარელი ადგილი. სწორედ აქ ბინადრობდნენ კრიშტიანუ რონალდუ და დევიდ ბექემი, რიო ფერდინანდი და უეინ რუნი. ბოლოდროს აქ გამოჩდნენ „ლივერპულის’’ ფეხბურთელები ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ჯორდან ჰენდერსონი. აქ არიან „სიტის’’ მოთამაშეები რაჰმან სტერლინგი და ვირჯილ ვან დაიკი. დამთხვევაა თუ არა ძნელი სათქმელია, მაგრამ ოლდერლი ეჯში ცხოვრობენ ძვირფასი მანქანების მოყვარულები. მის ვიწრო ქუჩებში დგას არაერთი „პორშე’’, „ლამბორგინი’’ და „ფერარი’’.